10.03.2022
როგორ შემოვიტანოთ სახლში გაზაფხულის ატმოსფერო- 5 მარტივი რჩევა

გაზაფხული ყოველთვის ნათელ და პოზიტიური დღეებთან ასოცირდება და ამ ატმოსფეროს სახლში შემოტანა მნიშვნელოვანია. ამისთვის არ არის საჭირო მასშტაბური ცვლილებები, რამდენიმე მარტივ დეტალის დამატებით შეგიძლიათ თქვენი სივრცის გარდაქმნა. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რომელიც თქვენ ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

გაზაფხულის ფერები

თამამი და ხალისიანი ფერები მჭიდრო კავშირშია გაზაფხულთან.  სივრცის შესაცვლელად სეზონის მსგავს ფერებზე შეგიძლიათ აქცენტის გაკეთებაა. ყვითელის, მწვანის და ცისფერის ნათელ ტონებს ნამდვილად შეუძლია ოთახის გამოცოცხლება.

ახალი ფარდები

შეცვალეთ ნებისმიერი სქელი, მძიმე ფარდები მსუბუქი და ღია ფერის ტექსტილით. ისინი ოთახს უფრო გრილად  და ჰაეროვნად წარმოაჩენენ განსაკუთრებით მაშინ, როცა ნიავის დროს ნაზად იმოძრავებენ.

ფერადი ხალიჩა და დეკორატიული ბალიშები

ფერად ხალიჩას და დეკორატიულ ბალიშებს შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ინტერიერი. მათ შემოაქვს სიმყუდროვე და სიხალისე და ყველაზე მოსაწყენ სივრცესაც კი ახალისებს. ამავდროულად ყველაზე იოლი გზაა ოთახში ფერები და ინდივიდუალიზმის შემოსატანად.

ახალი ყვავილები 

ყველა თანხმდება, რომ ყვავილები ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ლამაზი ყვავილი არა მხოლოდ გაზაფხულის ენერგიას ასხივებს, ასევე სახლს ღვთაებრივ სურნელით ავსებს. ეცადეთ არჩევანი თბილ, სეზონურ ფერებზე შეაჩეროთ, როგორიცაა მზის ფერი ყვითელი, ფორთოხლისფერი და ღია ვარდისფერი. 

ხილი

ხილი გაზაფხულის განწყობას ქმნის, ის ლამაზი და მარტივი დეკორაციაა. ყვითელი ციტრუსი,  წითელი ან მწვანე ვაშლი მათი ცოცხალი ფერების წყალობით განსაკუთრებით თვალშისაცემია. უბრალოდ შეავსეთ ლამაზი თასი ხილით და მოათავსეთ ის სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში.