08.08.2023
ფერების კომბინაცია - რომელიც აქტუალობას არ კარგავს

ფერებს ადამიანის ცხოვრებაზე დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გავლენა აქვთ. მათ შეუძლია შეცვალოს თქვენი განწყობა და აღძრას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ემოცია. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ფერის მიხედვით ადამიანის პიროვნების ამოცნობაც კი შეიძლება. ამიტომ ფერების შერჩევას საკმაოდ დიდი ყურადრება დაუთმეთ და დაიცავით ბალანსი კომბინაციებს შორის. წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე პოპულარულ ფერების კომბინაციებს, რომელიც თქვენ ინტერიერს ნამდვილად გაახალისებს.

ყვითელი და ნაცრისფერი

სასიამოვნოდ მდიდრული და მიწიერია ნაცრისფერის და ყვითელს კომბინაცია. ეს ფერი შესანიშნავად ერწყმის როგორც შავ, ასევე წითელ ტონებს. პირველ სურათში დახვეწილი და ჰარმონიული გარემოა, სადაც სამი ფერის - ყვითლის, ყავისფერის და ნაცრისფერის კომბინაციაა. მეორე მაგალითში, მკვეთრად გამოხატული და დომინანტია ყვითელი, რომელსაც ერწყმის მწვანე და ღია ყავისფერო ხის ელემენტები და იქმნება სასიამოვნოდ პოზიტიური, მხიარული ატმოსფერო.

ყვითელი და ნაცრისფერი

წითელი და ყავისფერი

თუ გინდათ თქვენ სახლში მხიარული, ენერგიული და თვალშისაცემი ატმოსფერო იყოს, წითლის და ყავისფერის კომბინაცია ძალიან მოგეწონოთ. ქვემოთ მოცემულ პირველ ფოტოზე ხედავთ, რომ სივრცის გასაფორმებლად წითლისა და ყავისფერის შედარებით ღია ელფერებია გამოყენებული, რომელიც სხვა მკვეთრი ფერებით და აქცენტებით გამოირჩევა. ხოლო მეორე მაგალითში ინტერიერი ამ ორი ფერის უფრო მძიმე და მრავალფეროვანი ტობებით არის გაფორმებული. 

წითელი და ყავისფერი

ცისფერი და თეთრი

ცისფრისა და თეთრის კომბინაციის გამოყენება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენებია ორი თვალსაჩინო მაგალითი: პირველ ფოტოზე მოცემულ მისაღებ ოთახში კედლები ლურ და ცისფერ ტონებშია შეღებილი, ფერების შემოსატანად გამოყენებულია მცენარეები და ხის დეკორაცია. მეორე მაგალითში თქვენ ნახავთ რომ კედლის შესარებად გამოყენებულია თეთრი ფერი, ხოლო დამატებითი აქცენტების გასაკეთებლად გამოყენებულია დიდი ზომის სურათები და ფერადი ხალიჩა. 

ცისფერი და თეთრი