09.10.2023
ინტერიერის საფინალო აქცენტები - როდესაც ბინას რაღაც აკლია

ინტერიერი გარდა ჰარმონიულად შეხამებული ფერებისა და გემოვნებით შერჩეული ტექსტურისა, არის დეტალების და მცირე დეკორის ელემენტის ერთობლიობა. სივრცის აღქმისას, ჩვენი ტვინი ყოველთვის იჭერს პატარა, მცირე დეტალს, რომელიც ინტერიერს დასრულებულ ელფერს აძლევს. რას შეიძლება ქონდეს ასეთი როლი? ეს არის მცენარე, თუ ორიგინალური ფორმის დეკორი? რა აძლევს ინტერიერს დასრულებულ სახეს? ამ ბლოგში გაგაცნობთ ზოგად შეხედულებებს, ტენდენციებს, რომელთა გათვალისწინებაც კარგია, რათა მოახდინოთ ინტერიერის საფინალო აქცენტების დასმა. 

უჩვეულო ფორმები

ინტერიერში სულ მცირე აქცენტებიც კი, რომელიც დეკორის სახით შემოდის ანეიტრალებს სივრცის სიმკაცრეს და სისადავეს. აქცენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ გეომეტრიული ფორმები, ორიგინალური სტრუქტურის სანათი, ფერადი ფიგურები ან ნებისმიერი ელემენტი, რომელიც თქვენი პიროვნების ან ხასიათის გამოვლენის შესაძლებლობას მოგცემთ. 

დამატებითი ფერები

ყველა ვთანხმდებით, რომ ფერები დღეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, რადგან დიდ გავლენას ახდენენ განწყობაზე, რომელსაც ინტერიერი ქმნის. თუ სივრცეში თავი არაკომფორტულად იგრძენით, ამის მიზეზი შესაძლოა არასწორად შერჩეული ავეჯის და ფერების პალიტრა იყოს. უმჯობესია გამოიყენოთ ნეიტრალური ფერები, მაგრამ არ მოექცეთ ჩარჩოებში, მიენდეთ თქვენს ფანტაზიას. 

დამატებითი ფერები

კონტრასტები

მიუხედავად პროექტის სტილისა, ხიბლი და ორიგინალობა ინტერიერს შეიძლება შესძინოს საერთო თემატიკიდან ამოვარდნილმა ერთმა მცირე დეტალმაც კი. კონტრასტი იქმნება მაშინ, როდესაც ერთი დიზაინის ელემენტი მის საპირისპირო ფორმის ელემენტს ესაზღვრება, რის გამოც მზერა სწორედ მათ შორის მოძრაობს. ამ ხრიკის გამოყენება ნებისმიერ სივრცესა და გაბარიტებშია შესაძლებელი.

ფაქტურა და რელიეფი

უსახური და არაფრისმთქმელი ინტერიერიც კი განსხვავებული ფერების და ფაქტურის ტექსტილის დახმარებით შეგვიძლია ერთ მთლიან სივრცედ ვაქციოთ. დეკორაციად გამოყენებულა მკვეთრმა ფერადმა ბალიშმა ან სავარძელმა ძალიან მარტივად შეიძლება შექმნას ინდივიდუალური ხასიათი და გარემო. განსაკუთრებით ეფექტურია თუ გამოიყენებთ რელიეფურ ზედაპირს, რომელსაც შეუხამებთ განსხვავებულ ფერთა პალიტრას და საოცარი გარემო გარანტირებულია.

კონტრასტები