15.06.2023
სამზარეულოს მოწყობისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

სამზარეულო, ეს არის ერთიანი სისტემა, სივრცე რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს და სამ მთავარ ფაქტორს უკავშირდება - ჰარმონიას, კომფორტს და სისუფთავეს. შესაბამისად სამზარეულოს ყველა კომპონენტი სწორად უნდა შეარჩიოთ და მაქსიმალურად წინასწარ განსაზღვროთ, როგორც ფერები, ასევე ზომები სტილი და ფორმები. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ შეცდომებს, რომელსაც სამზარეულოს მოწყობისას ხშირად უშვებენ:

მარმარილოს ზედაპირი და იატაკი

ნატურალური ქვის ზედაპირს ფორიანი სტრუქტურა აქვთ, შესაბამისად ჭუჭყი ქვაში ღრმად აღწევს და მისი ამოყვანა თითქმის შეუძლებელია. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისთვის უმჯობესია ხელოვნური ქვა გამოიყენოთ, რაც შედარებით უფრო ბიუჯეტურია და მარტივად მოსავლელი. 

პრიალა ზედაპირები

პრიალა ზედაპირები ვიზუალურად ძალიან ფექტურია, თუმცა მოსავლელად ძალიან რთული და საჭიროებს მუდმივ წმენდას. უმჯობესია სამზარეულოს გლუვი და ფაქტურიანი ზედაპირი აირჩიოთ, რომელსაც ნაკლებად დაეტყობა ჭუჭყი და მტვერი. 

თაროები უჯრების მაგივრად

გავრცელებული შეცდომაა უჯრების მაგივრად ჩვეულებრივი თაროების დაპროექტებაა. უჯრის შიგთავსის დათვალიერება ასე ძალიან მარტივია, მაგრამ თვალსი ერთდროულად უამრავი ნივთი მოგხვდებათ, რომლის სწორად განაწილებას დიდი დრო და სწორი ხედვა სჭირდება. ამავდროულად არ გექნებათ ადგილი, სადაც ნივთებს დროუებით შეინახავთ ან თვალს მოაფარებთ. 

სანათების არასაკმარისი რაოდენობა

სამზარეულოში რამდენიმე დონის განათების დაყენება საჭიროა: ჭერის, სამუშაო ზედაპირისა და ჩაშენებული კარადების ადგილთან. ასევე მნიშვნელოვანია ჩამრთველების ხელმისაწვდომ და მოხერხებულ ადგილზე განთავსება.