ზარის მოთხოვნა

ქართულ-ებრაული სამშენებლო კომპანია ალია გრუპი  2019 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე დაამკვიდროს  ისრაელში არსებული მაღალი ხარისხის  სამშენებლო სტანდარტები. 

გამორჩეული დიზაინი, ხარისხიანი მშენებლობა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ეს არის ის, რისთვისაც ალია გრუპის თითოეული თანამშრომელი დაუღალავად შრომობს.

ალია გრუპის უპირატესობა მდგომარეობს პარტნიორი კომპანიის   მრავალწლიან გამოცდილებაში. 

ალია გრუპის

მისიაა

შექმნას საუკეთესო საცხოვრებელი გარემო თქვენი და თქვენი ოჯახის თითოეული წევრისთვის. ჩვენ მუდმივად ფოკუსირებულნი ვართ კომპანიის მომავალზე, ამიტომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ხარისხთანაა კავშირში. სწორედ ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის მიერ შერჩეულ იქნა ებრაული ხარისხის კომპანია Advance Engineering LTD , რომლის ძირითად პროფილს ინტერდისციპლინარული ხარისხის კონტროლი და მისი უზრუნველყოფა წარმოადგენს. Advance Engineering LTD ახორციელებს მშენებლობის ხარისხის კონტროლს, მშენებლობის ეტაპების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს და გამოყენებული მასალების ხარისხსს.

ღირებულება

ალია გრუპის მნიშვნელოვან ღირებულებას ქართულ-ებრაული დიდი ხნის მეგობრობა და ებრაული კაპიტალი წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზრდა და გაფართოება, გვსურს 5 წელში წარმოდგენილი ვიყოთ თბილისის ყველა უბანში, სწორედ ამიტომ ვიზიარებთ მომხმარებლის ძალას ჩვენი წარმატების გზაზე, რადგან მომხმარებლის კეთილგანწყობა ამ სფეროში წარმატების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ჩვენი დევიზი

თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ კომფორტულ და ხარისხიან ბინას. ჩვენ ვზრუნავთ შემოგთავაზოთ : ხელმისაწვდომი ფასი; მაღალი ხარისხი; მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გარემო.