20.07.2023
სკანდინავიური სტილის საიდუმლო - მინიმალიზმი და სიმარტივე

სკანდინავიური სტილი - ყველაზე პოპულარული თანამედროვე სტილი, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა ყველაზე მოთხოვნადია მის სამშობლოში სკანდინავიურ ქვეყნებშია - დანია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია და ნორვეგია. ამ სტილის მტავარი მთავარი დანიშნულება ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა. ინტერიერის ეს სტილი ინსპირაციას ბუნებისგან იღებს და მასში ყოველთვის იგრძნობა დიზაინერული ელემენტებისა და ბუნების საუცხოო კავშირი.

სტილის ესთეტიკა გამომდინარეობს კლიმატური ზონის თავისებურებებიდან საკმაოდ მკაცრი კლიმატით და გეოგრაფიული ადგილმდებარეობაამ ქვეყნებს. სკანდინავიური დიზაინის კონცეფცია სავსეა შუქით და ჰაერით, გამოირჩევა ბუნებრიობითა და სიმსუბუქით. სკანდინავიური სტილი განასახიერებს ადამიანის ჰარმონიას ბუნებასთან და ეფუძნება ეკო-მასალას, ღია ფერის პალიტრას და უამრავ შუქს. 

სკანდინავიური სტილის მთავარი მახასიათებელი როგორც თანამედროვე, ასევე ვინტაჟური ელემენტების ნაზავია. ამ ბლოგში გაგაცნობთ პროექტებს, რომელიც სტილის შინაარსის და ესთეტიკის თვალსაჩინო მაგალითია. ასეთი კომბინაციის დახმარებით, სახლს მეტი სიმყუდროვე და ინდივიდუალიზმი შეგიძლიათ შესძინოთ. 

სკანდინავიური სტილის ბინებში ფერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ნათელი სივრცის შესაქმნელად იყენებენ ნეიტრალურ ფერებს, რომლებსაც  სინათლის არეკვლა შეუძლიათ, როგორიცაა: თეთრი, ცისფერი და პასტელური ფერები. კედლის ფერს კი ყველაზე ბოლოს ირჩევენ და მას ძირითადად ავეჯს ან აქსესუარებს უხამებენ.