სივრცის მოწყობისას მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი მოლოდინები და სურვილები, რა გსურთ და რა გინდათ რომ მიიღოთ საკუთარი სახლისგან. დაიცავთ სიმეტრიის მკაცრი წესებს თუ შექმნით თავისუფალ, თქვენზე ორიენტირებული გარემოს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარმოგიდგენთ სიმეტრიული და ასიმეტრიული ინტერიერის მიდგომებს და სასურველი შედეგის მისაღწევად პრაქტიკულ რჩევებს.
ასიმეტრიული ინტერიერი
ასიმეტრია ერთგვარი თავისუფლების შეგრძნებაა. შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი სიმეტრიისა და იდეალური წყობის გარეშე საკუთარი, სურვილის მიხედვით განსაზღვროთ ავეჯისა და დეკორის განლაგება. არსებულ სივრცეში არ იქნება მკაცრი და ფორმალური ინტერიერი, რაც სივრცეს უფრო მყუდროს და კომფორტულს გახდის. ასიმეტრია ოთახში სასიამოვნო სიურპრიზების შემოტანის საშუალებას გაძლევთ და ასახავს თქვენ ყოველდღიურობასა და განწყობას.
ასიმეტრიული ინტერიერის მიღების 3 პრაქტიკული რჩევა:
სიმეტრიული ინტერიერი
სიმეტრიულად, მკაცრი, წესების დაცვით განლაგებული ავეჯი სიმეტრიული ინტერიერის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში დიზაინის ფუნდამენტური ნაწილი იყო. როდესაც აწყობთ ბინას იაზრებთ თუ რამდენად დიდი დროის გატარება მოგიწევთ აქ, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სიმშვიდისთვის გარკვეულ საზღვრები წინასწარ დააწესოთ. ვინაიდან ჩვენს სამყაროში ღრმად არის ჩადებული სიმეტრიის აუცილებლობა, ჩვენი ცნობიერი მიმართულია გარშემო სიმეტრიის და ბალანსირებული განლაგების აუცილებლობისაკენ.
სიმეტრიული ინტერიერის 3 მთავარი წესი: