15.03.2023
ინტერიერის ყველაზე პოპულარული დეტალები

სახლი არის ადგილი, რომელიც ყველა ადამიანისთვის მყუდროებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. ეს სივრცეა, სადაც თქვენი ცხოვრების ნაწილს ატარებთ, შესაბამისად საჭიროა შეარჩიოთ სტილი და დეტალები, რომელიც თქვენ სურვილებსა და გემოვნებაზე იქნება მორგებული და თქვენ პიროვნებას სრულად გამოხატავს. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ინტერიერის ყველაზე პოპულარულს დეტალებს, რომელზეც აქცენტი უნდა გააკეთოთ:

მარმარილო

ინტერიერის დიზაინში ბუნებრივ მასალებს განსკუთრებული როლი აქვთ. თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბუნებასთან და ბუნებრივ გარემოსთან კავშირია, რისთვისაც მარმარილოს გამოყენება საუკეთესო გამოსავალია. მარმარილო მდიდრული მასალაა, რომელსაც ინტერიერში სასიამოვნო ხიბლი და თავისებური სილამაზე შემოაქვს სწორედ ამიტომ მასზე მოთხოვნა ყოველთვის არის. 

ჭაღი

განათება ყველა ინტერიერში მოთხოვნადი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მთელი ინტერიერის შეცვლა შეუძლია. დღეს ბაზარზე არსებობს ბურთულიანი, როტანგის, კლასიკური სტილის, ფერადი, მეტალის ჭაღები და დიოდური სანათები. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი დიზაინი, მაგრამ ეცადეთ არჩევისას გაითვალისწინოთ მისი ზომა. დიდი ზომის და მოცულობის სანათი ოთახში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას და ცარიელ ინტერიერში მრავალფეროვნება შესაძლოა მხოლოდ მისი დახმარებით შეიტანოთ. 

ჭაღი

ხალიჩა

ინტერიერში ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოთხოვნადი დეტალია, რომლის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ მყუდრო და თბილი ატმოსფერო შექმნათ. ხალიჩის ზომის, ფერის, ტექსტურისა და სტილის მილიონობით არჩევანი არსებობს, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია და დატვირთა აქვს:

ხალჩა

სარკე

სარკეები ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ მას ყოველდღიურად მოვიხმართ,  სარკე დეკორატიული ელემენტია. ინტერიერის დიზაინში მისი გამოყენება სხვადასხვა გზითა და დანიშნულებითაა შესაძლებელი. ამ ლამაზ დეტალს ინტერიერში იმიტომ ამატებენ, რომ ოთახის ცარიელი ნაწილი გამოცოცხლდეს და ინტერიერა სიღრმე შეიძინოს. სარკეების ერთიანობა ბევრ ფუნქციას ითავსებს:

სარკე

მცენარეები

ყველა ადამიანს უნდა ბუნებასთან სიახლოვე და ამისთვის ხშირად იყენებენ სახლის მცენარეებს. მათ არამხოლოდ სივრცის გახალისება და ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ, არამედ ოთახში მშვიდი, მსუბუქი ატმოსფერო შემოაქვთ. მცენარეების დახმარებით ჰაერის ტოქსინებისგან გაწმენდა შეგიძლიათ.