13.02.2023
2023 წლის დიზაინერული ტენდენცია

ინტერიერის ტენდენციები სწრაფად იცვლება, თანდათან აქტუალობას კარგავს ძველი და თავს იჩენს ახალი, განსხვავებული დიზაინები. 2023 წელის დადგომასთან ერთად ყველას აინტერესებს წლევანდელ ტენდეციები, რომელია წამყვანი ფერი, რა სტილზე უნდა შევარჩიოთ არჩევანი და როგორი დეკორს მივანიჭოთ უპირატესობა. ამ ბლოგში წამყვანი დიზაინერებსა და არქიტექტორების რჩევებს წარმოგიდგენთ. 

ტექსტურირებული კედლები

ტექსტირირებული კედლები და ჭერი კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას. კედლებისა და ჭერის ბათქაშით, ფერებისა და ხის მასალის საშუალებით ტექსტურირება საინტერესო და განსხვავებული დიზაინის შექმნის საშუალებას გვაძლევს და თქვენ ინტერიერს ინდივიდუალიზმს სძენს.

 ტექსტურირებული კედლები

ტრადიციული სტილი

ტრადიციული დიზაინი და ტენდენციები ნელ-ნელა ბრუნდება. თეთრი დივნები, დიდი ზომის ნათურები, ანტიკური დეკორაცია, ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს და 2023 ერთ-ერთი დიზაინერული ტენდენცია.  

 ტრადიციული სტილი

ეკლექტიზმი 

ეკლექტური სტილის მთავარი თვისება არის თავისუფლება, რაც გამოხატულია სხვა სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტების არსებობით. ეს სტილი ყველაზე რთული, მაგრამ თვალშისაცემია, რომელის დახმარებით სახლში სიმყუდროვეს შექმნით. მთავარი პრინციპი ორი სტილის შერჩევაა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან კავშირია. 

ეკლექტიზმი

ინდივიდუალიზმი

ადამიანი მნიშვნელოვანია იყოს საკუთარი თავის ერთგული და არ მოექცეს გარკვეული სქემების ხაფანგში. თქვენი საცხოვრებელი სივრცე ერთ ტენდენციას ან სტილს არ უნდა მოიცავდეს, არ შეუშინდეთ დიზაინის სტილისა და პერიოდების შერწყმას, ფოკუსირდით ძირითად დეტალებზე, რომლებიც ინტერიერის ელემენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს და შექმენით ინდივიდუალური ინტერიერი.  

ინდივიდუალიზმი

ტექსტილი

2023 წელს ქსოვილის კრეატიული გამოყენება უფრო ფართოდ გავრცელდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ განსხვავებული ხარისხის, პრინტის, შეფერილობის და სტრუქტურის ქსოვილი, რომელიც მოძრაობის, ემოციის და თეატრის ილუზიას შექმნის. 

შიდა და გარე სივრცის გაერთიანება

დიზაინის დახმარებით მარტივად შესაძლებელია ბუნებასთან დაახლოება და მათი პოზიტიური გავლენის აღქმა. უამრავი პროექტია იქმნება ბუნებრივი განათებით და ბუნებასთან სიახლოვის განცდით. გარე სივრცეები უფრო ინტეგრირებული ხდება სახლთან, რაც საბოლოოდ ერთიან, ჰარმონიულ გამოცდილებას ქმნის. 

შიდა სივრცე

ხარისხი

ჩვენ ვხედავთ და ვამახვილებთ მეტ ყურადღებას დეტალებზე, ხარისხს კი ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სწრაფად დამზადებული და უხარისხო ავეჯი სამომავლოდ უფრო მეტ წინააღმდეგობას შეგიქმნით ვიდრე გგონიათ. დღეს ბაზარზე მრავალი გზა არსებობს ხარისხიანი ავეჯის შესაძენად, შესაბამისად ბიუჯეტის ნაკლებობა არ არის გამართლება, არსებობს მეორადი ბაზარი, სასურველი დიზაინერების მოძიება სოციალურ მედიაში, თუ ქუჩაში გასეირნება და ადგილობრივი შოურუმების, სტუდიების გამოკვლევა. 

დიზაინი, რომელიც ცხოვრებას აუმჯობესებს

სამყაროს დიზაინის მიხედვით განსხვავებულად აღიქმევა. დღეს ყველა ადამიანი საცხოვრებელს სახლებს იმაზე მეტად აფასებს ვიდრე ოდესმე, რაც ზრდის ცხოვრების გასაუმჯობესებელი დიზაინის შექმნის აუცილებლობას. სახლის, როგორც თავშესაფრის იდეა სულ უფრო მეტ ადამიანს შთააგონებს, რომ შექმნან ინტერიერი, რომელიც მათში სიმშვიდის, სითბოსა და კომფორტის განცდა აღძრავს.