10.01.2023
რატომ უნდა დაიწყოთ რემონტი ზამთარში?

ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რემონტისთვის შესაფერისი დრო თბილი სეზონი  გაზაფხული და ზაფხულია. ამ თეორიის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ გაზაფხულის დადგომა სახლში ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, სითბოში, შესაძლებელია ფანჯრები თამამად გააღოთ, რათა საღებავი მალე გაშრეს ან მთელი გათბობის სისტემა და მილები უპრობლემოდ შეცვალოთ. ახლა კი ვისაუბროთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია და რატომ უნდა დაიწყოთ რემონტი ზამთარში. 

ტემპერატურის კლებასთან ერთად ფასებიც ეცემა

ზამთრის დადგომასთან შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, შედეგად ყველა კომპანია ერთხმად ამცირებს ფასებს და ჩაღდება ბრძოლა თითოეული დამკვეთის მოსაპოვებლად. რაც იწვევს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, ასევე ფანჯრების ფასების კლებას. 

ბზარებისა და სითბოს შთანთქმის წერტილების აღმოჩენა

ახალ სახლში ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფანჯრებს. ზამთარში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ისინი სიცივის პირობებში გამოცადოთ და აღმოაჩინოთ. თუ დეველოპერული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ფანჯრებში რაიმე ხარვეზს აღმოაჩენთ შესაძლებლობა გექნებათ სეზონზე ფანჯრებზე არსებული ფასდაკლებით ისარგებლოთ.

რემონტი

სამშენებლო ნარევები მარტივად შრება

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ინტერიერი გააფორმოთ, რადგან გახურებულ ოთახებში ჰაერი უფრო თბილი და მშრალია. მთავარია ტენიანობის დონის მონიტორინგი — ეს მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბზარების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. 

გათბობის სისტემის შეკეთება

ზამთარში გათბობის სისტემის შეკეთება ყველაზე რთულია რამაა, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ საერთო გათბობის სისტემა გაქვთ, მაშინ რემონტის დროს გათბობა მთელ შენობაში გამოირთვება. თუ სისტემა საერთო არ არის თქვენ სახლში, საქმე ბევრად მარტივად იქნება, რადგან საკუთარ სახლში სურვილისამებრ თავად გამორთავთ გათბობას. 

რეკომენდირებულია თუ არა ზამთარში რემონტის გაკეთება?

რა თქმა უნდა დიახ. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ფული, დაიქირაოთ საუკეთესო ხელოსნები, უპრობლემოდ, ხანგრძლივი ლოდინისა გარეშე, ასევე შეიძინოთ საჭირო მასალები. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ნიუანსებს გაითვალისწინებთ, ზამთარში თქვენი სახლის რემონტი წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მიიღებთ.