23.09.2022
ყვავილები, რომელიც საშემოდგომო ინტერიერს ყველაზე მეტად მოუხდება

ინტერიერში მცენარეების დეკორის სახით შემოტანა სახლს არამხოლოდ გააჯანსაღებს, არამედ განსაკუთრებულ დახვეწილობასა და სიმყუდროვესაც შესძენს. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მცენარეებს, რომლებიც სივრცეში შემოდგომის ატმოსფეროს შემოიტანენ და ბუნებასთანაც უფრო დაგაახლოვებენ. 

ცელოზია (სელოზია)

ამარანტასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, რომლის სახელი მომდინარეობს უძველესი ბერძნული სიტყვიდან ,,ცელეოს", რაც ქართულად ,,მწველს” ნიშნავს. მას აქვს ბარხატისებური ცეცხლის ალისმაგვარი ლამაზი ყვავილები, რომელიც შეგიძლიათ გაახმოთ და წლების მანძილზე დეკორის სახით შეინახოთ. ცელოზია უნდა განათავსოთ მზიან ადგილას. სანამ ფესვებს გაიდგამს მას რეგულარული მორწყვა სჭირდება.

ჰორტენზია

ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც თავისი ფორმისა და ფერთა სიჭრელის გამო ყველაზე ნატიფ და ელეგანტურ ყვავილად ითვლება. დღესდღეობით ამ მცენარის 80-მდე სახეობა არსებობს თუმცა ყველაზე ხშირად თეთრი ან ვარდისფერი ფერის ფართოფოთლებიან ჰორტენზიას შეხვდებით. მცენარე კარგად ყვევილობისთვის ჩრდილში უნდა დარგათ და მუდამ ნოტიო ნიადაგი შეუნარჩუნოთ. 

 ყვავილები

ხავერდა

იგივე დეკორატიული ზაფრანა, ერთი ან მრავალწლიანი ყვავილია და ძალიან მძაფრი სურნელი აქვს. სახელწოდებას იღებს უძველესი ბერძნული მითოლოგიიდან იუპიტერის შვილიშვილის -  ტაგესის პერსონაჟიდან. წყაროების მიხედვით კი მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით და აქვს მტკიცე ღერო, რომლებიც ქმნიან კომპაქტურ ან გაშლილ ბუჩქს. ბუჩქის სიმაღლე კი საშუალოდ 20-დან 120-სმ-მდე მერყეობს. დეკორატიული ზაფრანას მოვლა საკმაოდ მარტივია, რადგან კარად იტანს როგორც მზიან ასევე ჩრდილიან ადგილს და არ უყვარს ჭარბი მორწყვა.

ქრიზანთემა

რთულყვავილოვანთა ოჯახის წარომადგენელია, რომლის  სიმაღლე 50 - 150 სმ. აღწევს და მისი დახლოებით 180 სახეობა გავრცელებული. გადმოცემის მიხედვით, ქრიზანთემა ახალგაზრდობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, სამკურნალო თვისებების გამო კი მას დღემდე იყენებენ ფიტოთერაპიაში. ქრიზანთემა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ, ოღონდ მზის პირდაპირი სხივებს მოარიდეთ. ზამთარში თუ ტემპერატურა -2 ან -3 გრადუს არ ცდება უმჯობესია აივანზე დადგათ. ქრიზანთემებს უყვარს წყალი , ამიტომ ეცადეთ მიწა ბოლომდე არ გამოუშრეს. პერიოდულად სჭირდება ტოტების დამოკლება.  

ლამაზი ყვავილები