16.09.2022
საღებავი თუ შპალერი - როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

სახლის მოწყობისა უამრავი დეტალი და კომპონენტია გასათვალისწინებელი, რათა შექმნათ გარემო, რომელიც დადებით ემოციას და სიმშვიდესა მოგანიჭებთ. თუ ეს ნაბიჯი გადადგით და იწყებთ რემონტს მაშინ აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: საღებავი თუ შპალერი? Ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გასაცემად კი წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

გამძლეობა

შპალერი გამოირჩევა გამძლეობით, საშუალოდ 10-დან 15 წლამდე ძლებს, თუმცა ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის მარტივად აძვრეს. თუ დაზიანდა მისი გარკვეული მონაკვეთის აღდგენა შეუძლებელია, რადგან შესაძლოა ერთიანი ვიზუალი დაირღვეს. საღებავის შემთხვევაში კი მისი განახლება 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც დაგჭირდეთ. დაზიანების ან დაბინძურების შემთხვევაში კი მარტივად შეძლებთ ზედაპირის გადაღებვას.

ღირებულება

ითვლება რომ შპალერის გაკვრისთვის საჭირო მასალების და იარაღების შეძენა შედარებით ძვირია, ვიდრე საღებავის გამოყენება. ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი ღირებულებასა თუ გამძლეობას შორის. 

საჭირო დრო და არსებული სირთულეები

კედლების შეღებვა მარტივი პროცესია, მაგრამ მისი შეღებისთვის გამოყოფილი დრო დამოკიდებულია კედლის მდგომარეობაზე. უსწორმასწორო ზედაპირის დროს სიტუაცია რთულდება, ამიტომ შეღებვამდე კედელი იფარება შემავსებელი ფენით, რომლის დანიშნულებაა ფორების შევსება, დეფექტების დაფარვა, საღებავის ხარჯის შემცირება და მისი თანაბრად დატანაა. მეორე ფენა ფერის ძირითადი ვიზუალია. დაზიანებული კედლების არსებობისას უფრო მარტივი ვარიანტია შპალერის გამოყენება, რადგან ის ფარავს ხარვეზებს და არ საჭიროებს კედლის განსაკუთრებულ მომზადებას. მისი გაკვრისთვის არ არის საჭირო სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რაც ნაკლებ დროსა და რესურსს მოითხოვს.

ეკოლოგიურობა

დღეს ყველა ადამიანი ცდილობს, რომ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო შექმნას, შესაბამისად მასალებს, რომელსაც იყენებთ სწორად უნდა შეარჩიოთ. საღებავის არჩევისას უნდა დარწმუნდეთ, რომ მისი ინგრედიენტები გაჯერებულია ეკო-მეგობრული მინარევებით. შპალერის არჩევისას კი ყურადღება მიაქციეთ მასალას და დეკორის მელანს.

შპალერის გამოყენების დადებითი მხარეები:

საღებავის გამოყენების დადებითი მხარეები: