03.07.2022
მცენარეები, რომლებიც თქვენ ინტერიერს გააჯანსაღებს

თუ ცდილობთ სახლში მარტივი და ფუნქციონალური დეკორი შეიტანოთ და სივრცე გააჯანსაღოთ მაშინ არჩევანი მცენარეებზე შეაჩერეთ. მათ არამხოლოდ სივრცის გახალისება და ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ, არამედ ოთახში მშვიდი, მსუბუქი ატმოსფერო შემოაქვთ. წარმოგიდგენთ იმ მცენარეებს, რომელთა მოვლა მარტივია და რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვთ. 

ალოე
შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, ზრდის მანერით კი კაკტუსს წააგავს. ამ ტროპიკულ მცენარეს საერთოდ არ აქვს ან აქვს ძალიან მოკლე ღერი, მისი ფესვები მიწაში ჰორიზონტალურად იზრდება. ალოეს დახმარებით შესაძლოა  სახლში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, რადგან ის ჰაერს წმენდს ქიმიური ნივთიერებებისგან და როდესაც ჰაერში მავნე ქიმიკატების რაოდენობა ჭარბობს, მცენარის ფოთლებზე ყავისფერი ლაქები ჩნდება.

რეზინის ხე
ყველაზე მარტივად  მოსავლელ მცენარეთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან  სუსტი განათებისა და გრილი კლიმატის პირობებშიც კი ხარობს. მისი დახმარებით ჰაერის ტოქსინებისგან გაწმენდა შეგიძლიათ.

მშვიდობის ლილი - ფსევდანთიუმი
ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელსაც ძალიან ლამაზი დეკორატიული ყვავილი აქვს.  ის ეგუება მცირე განათებას, კარგად ხარობს ჩრდილში და დაბალი ტემპერატურის პირობებში. მას შეუძლია ჰაერში ტოქსინების რაოდენობის საგრძნობლად შემცირება. 

სანსევიერია
ამ მცენარეებს არ სჭირდება ბევრი შუქი ან წყალი გადარჩენისთვის, ამიტომ ის მარტივი არჩევანია თუ მცენარის მოსავლელად ბევრი დრო და გამოცდილება არ გაქვთ. მცენარე დღის განმავლობაში შთანთქავს ნახშირორჟანგს, ღამით კი ჟანგბადს გამოყოფს. ასე რომ, ის აუცილებლად განათავსეთ თქვენ საძინებელში  ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მცენარეები

ფილოდენდრონი
ფილოდენდრონის მრავალი სახეობა არსებობს და ყოველ მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება, რაც ზრდის მის პოპულარობას. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფოთლების ფერითა და ფორმით.  მას ზრდისთვის ზომიერი წყლი და მზის შუქი სჭირდება.

დრაცენა
მისი გახარება შესაძლებელია როგორც ოთახის ასევე აივნის პირობებში. ის საკმაოდ მაღალი იზრდება და აქვს გაბუჩქული მცენარის შეხედულება. დრაცენა ასპარაგუსის ოჯახიდანაა და დაახლოებით 40 სახეობას მოიცავს. მისი ზრდისთვის  ნახევრად ჩრდილში ყოფნაც საკმარისია, თუმცა არასოდეს დადგათ ის პირდაპირ მზეზე, რადგან შესაძლოა მცენარის ფოთლები დაეწვას.