01.03.2022
როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი- 4 მარტივი რჩევა

სახლი ეს ადგილია სადაც თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა გაატაროთ, ამიტომ მისი მოწყობისას მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ ყოველი დეტალი, რათა შექმნათ სივრცე, რომელიც სიმყუდროვის და სიმშვიდის განცდას შეგიქმნით. კიდევ უფრო რთული საკითხი ბავშვის ოთახის მოწყობა, რადგან ყველა დეტალი ბავშვის სურვილისა და გემოვნების მიხედვით უნდა გათვალოთ, რაც ხშირად ნამდვილ თავისტკივილად იქცევა. გთავაზობთ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლის გათვალისწინებით მარტივად მოაწყობთ ბავშვის სივრცეს.

თეთრი ავეჯი
თუ სივრცეში ბევრი ფერის შემოტანა გსურთ, მაშინ ბალანსისთვის აუცილებლად გამოიყენეთ თეთრი ავეჯი. თეთრი დადებით ემოციებთან ასოცირდება და პოზიტიური ენერგია შემოაქვს, ამავდროულად ბავშვებს მოსწონთ ნათელი და ღია ფერები. ამ მარტივი მეთოდის დახმარებით სივრცის მოცულობასაც გაზრდით. თეთრი ფერი შესაძლოა კარადების, საწოლის ან თაროების სახით შემოიტანოთ.

ზონირება  
ბავშვის ოთახში ზონირება მნიშვნელოვანია, რადგან მათ სჭირდება სივრცე სწავლისთვის, თამაშისა და ძილისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად მოაწყოთ სივრცე, რადგან გარემო რომელსაც შექმნით სამომავლოდ მათზე დიდ გავლენას მოახდენს. ხშირად მშობლები იმდენად გადართულნი არიან სწორი საწოლისა და სასწავლო მაგიდის შერჩევაზე, ავიწყდებათ რომ მათ შვილებს  სჭირდებათ სივრცე თავისი სათამაშოებისთვის, სადაც გაერთობიან  და თავიანთ ფანტაზიებში იმოგზაურებენ.

სტილის არჩევა 
სტილის შერჩევისას მნიშვნელოვანია შექმნათ სადა და მშვიდი გარემო, ამიტომ არჩევანი მინიმალიზმსა და სკანდინავიურ სტილზე შეაჩერეთ. ღია ფერების, ხის მასალის და მინიმალისტური დეკორის დახმარებით მყუდრო და კომფორტულს გარემოს შექმნით.

ნეიტრალური სტილი
ოთახის საბოლოო სახე უნდა იყოს ნეიტრალური. ოთახში ყველაფერი: იატაკი, კედლები და განათება უნდა იყოს სადა და ზრდასრული ადამიანის სტილის შესაბამისი. ხოლო დეკორი - საწოლი, ბალიშები, ფარდები, ნახატები, სათამაშოები და ხალიჩა მარტივად შესაცვლელია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვის გემოვნების მიხედვით.