10.02.2022
რა უნდა ვიცოდეთ რემონტის დაწყებამდე

რემონტი არის საკუთარი სივრცის შექმნის ან განახლების შესაძლებლობაა. მას ჩვენ ცხოვრებაში სიხალისე და სიახლე შემოაქვს, რომელიც ხშირად ხანგრძლივი პროცესების ჯაჭვად იქცევა. ამ დროს თავში უამრავია იდეა და დეტალი ტრიალებს და გვიჭირს ყველაფრის ერთად თავმოყრა. რემონტის დაწყებამდე კი  მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ მისი იდეური და ტექნიკური ნაწილი. ამისთვის გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომლის წარმატებით განხორციელება რემონტის პროცესს გაგიმარტივებთ.  

დიზაინის კონცეფციის შექმნა

დიზაინის შექმნა და საბოლოო სურათის მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია. მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ სივრცე და მოარგოთ მას სასურველი დიზაინი. შექმენით ბინის დიზაინი წინასწარ, რათა უკეთ დაინახოთ რემონტის საბოლოო სახე. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რა მოგწონთ ბინაში: ნათელი თუ მუქი ფერები, ჩაშენებული კარადა თუ მინიმალისტური წიგნების თარო. ამ კითხვებს პასუხს თქვენზე უკეთ ვერავინ გასცემს, რადგან მხოლოდ თქვენ იცით რა გსურთ საკუთარ სახლში. 

ბიუჯეტის განსაზღვრა

ბიუჯეტის სწორი განსაზღვრა რემონტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველ ეტაპზე, სანამ რემონტს დაიწყებთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და განსაზღვროთ რა თანხის გამოყოფას შეძლებთ. შემდეგი ნაბიჯი ხარჯთაღრიცხვის შექმნა, სადაც გაწერთ სარემონტო მასალების ღირებულებას. Ამ დროს მნიშვნელოვანია საჭიროება და სურვილები ერთმანეთს მოარგოთ. 

დროის განსაზღვრა

ბინის რემონტი უამრავი კომპონენტის ერთობლიობა და  ბევრ დროს მოითხოვს. შესაძლოა წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც შეიძლება რემონტის ხანგრძლივობა გაზარდოს. ამიტომ რემონტის დასრულების დადგენილ თარიღს ნუ ჩათვლით მისი ჩაბარების რეალურ დროდ,  ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა დათქმული ვადა შეიცვალოს. 

“10 წლის” წესის გათვალისწინება 

სახლის საბოლოო დიზაინი შეიძლება დადებით ემოციებს იწვევდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარ თავს კითხო, ის რაც მომწონს შექმნის თუ არა სახლში სიმყუდროვეს, მომეწონება თუ არა ათი წლის შემდეგაც იგივე  დიზაინი. ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ იპოვო საკუთარი სტილი, რომელიც ყოველთვის მოგეწონებათ. 

თანამედროვე  მიდგომები დღეს გვაძლევს ყველანაირ საშუალებას, რომ წინასწარ გავითვალისწინოთ ყველა ეს დეტალი.