05.02.2022
როგორ მოვაწყოთ 50 კვ.მ. ფართის ბინა

სივრცის მოწყობა საინტერესო პროცესია, რომელიც ერთგვარ გამოწვევად იქცევა. ბინაში ყოველ დეტალს  უნდა ჰქონდეს ფუნქციური და იდეური დატვირთვა რათა სივრცე არ გადატვირთოს. ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ თანამედროვე დიზაინი გვაძლევს  საშუალებას, რომ მცირე ფართობის  ბინაც კი  მყუდრო და კომფორტული გავხადოთ. 

რემონტის დროს უნდა დავიცვათ ბალანსი ჩვენ სურვილებსა და საჭიროებებს შორის, რათა მცირე სივრცე  მაქსიმალურად ავითვისოთ. 

უარი თქვით ტიხრებზე 

მცირე ზომის ბინის მოწყობა ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანის  გათვალისწინება, რათა სივრცე მაქსიმალურად აითვისოთ. მაგალითად სივრცის ზონებად დასაყოფად მასიური ტიხრების ამოყვანის ნაცვლად უმჯობესია საძინებელი და სამზარეულო  შუშის ტიხრით ან  ფარდით გამოყოთ. 

მოერიდეთ მასიურ ავეჯს 

ავეჯის შერჩევა ბინის მოწყობის და მისი საბოლოო სახის ჩამოყალიბების  წინაპირობაა. ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პატარა სივრცეში ბევრი ნივთი არ უნდა განთავსდეს. თუმცა მცირე ზომის სივრცეში შესაძლოა დადგათ მრავალფუნქციური ავეჯი, რომელსაც მრავალი დატვირთვა ექნება. 

უარი თქვით ბევრ  დეკორზე 

სივრცის გასაერთიანებლად და სიცარიელის შესავსებად ხშირად იყენებენ დეკორს. ეს შეიძლება იყოს ვაზა, მცენარეები ან აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები. მნიშვნელოვანია დეკორის არჩევისას ზუსტად განვსაზღვროთ მისი ფერი, მოცულობა და მნიშვნელობა. არ არის საჭირო მცირე სივრცის გადატვირთვა ისეთი ნივთებით, რომლსაც ფუნქციური მნიშვნელობა არ აქვს.  

დღეს მცირე სივრცე არ ნიშნავს, სურვილებზე უარის თქმას. სივრცის სწორი ათვისებით სიმყუდროვის და კომფორტის  შექმნა ნებისმიერი ფართობის ბინაშია შესაძლებელი.