19.01.2022
მონოქრომული მაგია - შავი და თეთრი ფერების კომბინაცია

შავი და თეთრი ფერების კომბინაცია და მათი ინტერიერში გამოყენება დახვეწილობით და ელეგანტურობით ხასიათდება, რაც თავის მხრივ მოთხოვნად ტენდენციად ჩამოყალიბდა. ასეთი ფერების კომბინაცია და ფერების სქემის განსაზღვრა, არც ისე მარტივია, რომ შეიქმნას სრულყოფილი სტილი, რომელიც არ დაკარგავს თავის ელეგანტურობას და ამავდროულად იქნება კლასიკური. გთავაზოთ შავ-თეთრი დიზაინის საინტერესო კომბინაციას:

1.  ფერებით თამაში და სწორი ბალანსი

შავი და თეთრი ინტერიერის დიზაინი თვალის მოტყუების უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა სასურველი ეფექტის გადმოსაცემად. კედლებზე, ჭერზე ან იატაკზე გამოყენებისას ორივე ფერს შეუძლია ოთახი უფრო მაღალი, მოკლე, გრძელი ან ღრმა წარმოაჩინოს. თეთრი კედლები პატარა ოთახს უფრო ვრცელს ხდის, ხოლო მონოქრომული ავეჯისა და აქსესუარების სათანადო კომბინაცია უზრუნველყოფს დაბალანსებულ დინამიკას, რაც სახლს ერთიან ელფერს სძენს.

2. პრინტები

მისაღები ოთახის შავ თეთრად მოწყობისას სხვადასხვა პრინტები არის საშუალება, რომ თავიდან აიცილო სივრცის მოსაწყენი ან ხისტი ელფერი. დახვეწილი თანამედროვე ხაზები იდეალურია დამაინტრიგებელი ფორმებით, აბსტრაქტული დეტალებით და ძლიერი გრაფიკით, როგორიცაა მხატვრული ექვსკუთხა ფილები. სივრცის დასაბალანსებლად შეაერთეთ ისინი მყარი ქსოვილების სახით.

3. შავი, როგორც დომინანტი ფერი 

მუქ ფერების გადაჭარბებამ შეიძლება შავ-თეთრი ინტერიერის ელეგანტური დიზაინი გადააქციოს დეპრესიულ, დახურულ გამოქვაბულად, ხოლო ზედმეტად თეთრმა შეიძლება სიცივე შემოიტანოს. შესაბამისად ბალანსი არის მშვიდი შავი და თეთრი ტრანსფორმაციის შექმნის გასაღები. მუქ ფონზე მოთავსების დროს ნათელ ავეჯს შეუძლია დრამატული, ავანგარდული ელფერი შეიძინოს. ბალანსისთვის იყენებენ შავი ფერის ნივთებს და ავეჯს, რათა ხაზი გაუსვან თითოეულ დეტალს თეთრ ფონზე.

4. შავ-თეთრი ფერების სითამამე 

შავ-თეთრი ინტერიერი ელეგანტური და მარადიულია, რაც უსასრულო შესაძლებლობების მომცემია.  დიდი ზომის ავეჯი დრამატული ხაზებით მშვენივრად მუშაობს მინიმალისტურ სქემებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერწყმულია ორიგინალურ ხელოვნების ნიმუშებთან. ასეთი თამამი ნამუშევრების გამოყენება, თავს გაგრძნობინებს, ისე თითქოს მუზეუმში ცხოვრობ. 

5. შავ-თეთრი კედლები

კედლის შავად შეღებვას გარკვეული გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ეფექტი ძალიან მიმზიდველია. თუმცა, თუ ოდნავ გეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ამის ნაცვლად აირჩიეთ ჭერი. ეს  თქვენს ოთახს მატებს სივრცეს და შექმნის ვერტიკალურ სიმაღლის ეფექტს. ჭერის კომპენსაციის მიზნით, დეკორი და კედლები შეიძლება გათეთრდეს, რათა სივრცე იყოს  ღია და ნათელი.

6. ოქროსფერი დეტალები 

სტილის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, მნიშვნელოვანია ოქროსფერი დეტალების დამატება. ოქროს მოწყობილობები, აპარატურა  შესანიშნავი გზაა შავ-თეთრ ინტერიერში მრავალფეროვნების შემოსატანად. ასევე ოთახს უფრო გლამურულ იერს სძენს.

7. ხის მასალის გამოყენება

თუ თქვენ გიზიდავთ მონოქრომული კომბინაციები, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ ისინი ცოტათი ხისტი და  ხელოვნურია, სცადეთ მათი განახლება ხის დეკორით, იატაკით ან დეტალებით. ხის ნიუანსები ბუნებრივ სითბოს მატებს სივრცეს და ქმნის მსუბუქ და თანამედროვე ხასიათს. 

8. კედლების სურათებით შევსება

სურათების გამოყენება  შესანიშნავი საშუალებაა შავ-თეთრ ინტერიერში დახვეწილობის დასამატებლად. შეგიძლიათ დაამშვენოთ კედელი პროფესიონალური ფოტოგრაფიით ან ბუნების მონოქრომული გამოსახულებებით, თქვენი მოგზაურობის ან მნიშვნელოვანი მოგონებებს ამსახველი სურათებით. შეგიძლიათ  აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშების გამოყენება, ფერთა პალიტრის შემოსატანად.