15.01.2022
სახლის ორგანიზება: 4 მარტივი რჩევა 

ორგანიზება და წესრიგი ყველასთვის სასურველი მიზანია. ხშირად სახლში დაბრუნებისას გვიფიქრია კარების გაღებამდე არის თუ არა სახლის მოწესრიგებული და ყველაფერი ვიცით სად რა დევს. ერთის მხრივ ღიმილის მომგვრელი კითხვაა, მაგრამ ყველას გაგვჩენია ეს შეკითხვა, რომლის პასუხიც ყოველთვის გვინდა რომ დადებით კონტექსტში მოიაზრებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ხანგრძლივი შრომა გველით. გთავაზობთ ოთხ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზებასა და წესრიგის დამყარებაში, რომელსაც შენი სახლი იმსახურებს.

1.  ნივთების მნიშვნელობა

ჯერ მოაწყვე სივრცე, მერე იყიდე პროდუქტი. მნიშვნელოვანია პროდუქტის მიზანმიმართული ყიდვა - კონკრეტული მიზნისთვის. ხშირად, გიფიქრიათ, რომ ძალიან ბევრ ნივთს ყიდულობთ, მაგრამ სანამ ყველა ნივთს, პროდუქტს აქვს დანიშნულება ზედმეტი არასდროსაა შეძენა. აუცილებელია ნივთები, რათა დანერგო სისტემა და მოაწესრიგოთ პროდუქტი. მოაწყვეთ სივრცე ჭკვიანურად, შესაძლებელია გამოიყენო ღია თაროები და ნივთები დაალაგო ისე, რომ წესრიგის განცდას გვიქმნიდეს, მოუხედავად იმისა, რომ ყველაფერი  თვალისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილასაა. 

2.  მცირე სივრცის ათვისება

თუ არაორგანიზებული ხართ, დაიწყეთ  პატარა ფართობის მოწყობით  - შესაძლოა ეს თეთრეულის კარადა ან თქვენი საკუჭნაო იყოს. გაათავისუფლეთ ადგილი ყველა ნივთისგან, ეს ქმნის თქვენთვის ცარიელ ტილოს და შემდეგ დაიწყეთ ნივთების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით.  ყველზე ხშირად გამოსაყენებელი ნივთები თქვენთვის მარტივად გამოსაჩენ ადგილას განათავსეთ, მძიმე ნივთები ქვედა ნაწილში განათავსეთ, ხოლო ნივთები რომელსაც არც ისე ხშირად იყენებთ შუაში. შესაძებელია ღია თაროებზე, წიგნების ფერების მიხედვით განლაგება, რომელიც სივრცეს უფრო ნათელს და მოწესრიგებულს ხდის, ვიდრე მათი შემთხვევითი განლაგება.

3.  არასაჭირო ნივთებისგან განთავისუფლება 

ყველას, შეგვიმჩნევია რომ ძალიან ბევრი ნივთი გვიგროვდება, რომელსაც არ ან აღარ ვიყენებთ და მათ გაუცნობიერებლად მუდმივად ვინახავთ. მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ჰკითხოთ, მატებს თუ არა ეს ჩემ ცხოვრებას ღირებულებას და მნიშვნელობას? მჭირდება ეს ნივთი? თუ  კითხვაზე  პასუხი არის არა, მაშინ დროა თავიდან მოვიშოროთ. 

4.  მარკირება

„წარწერა,წარწერა”  – ეს არის ბოლო ნაბიჯი და ხშირად აქ მთავრდება ორგანიზება. თქვენი კონტეინერების და უჯრების მარკირება უზრუნველყოფს, რომ ყველამ, ვინც თქვენ  სივრცეს იყენებს, იცოდეს სად რა დააბრუნოს და თავიდან ავიცილოთ უწესრიგობა. მარკირება გვეხმარება ადვილად აღვიქვათ, რა იყო თაროზე ან კონტეინერში, გვჭირდება თუ არა პროდუქტებისა და ინგრედიენტების შეძენა. უამრავ დროსა და ენერგიის დაზოგვა, ყოველთვისაა შესაძლებელი ასეთი მარტივი სისტემის გამოყენებით.