10.01.2022
  4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შენი სტილის საპოვნელად 

სახლის დიზაინი და ოთახის მოწყობა, ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად ჩვენი პიროვნების ანარეკლია და თითოეული დეტალი ჩვენთვის ინდივიდუალურ მნიშვნელობას იძენს, რომელთანაც ემოციური კავშირი გვაქვს. სახლის დიზაინის მოწყობა, ეს არც თუ ისე მარტივი პროცესების ჯაჭვია. ამ დროს ჩვენი აზრები გაფანტულია, თავში უამრავი დეტალი ტრიალებს და გვიჭირს ერთი მთლიანობის დანახვა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა, ამისთვის კი გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომლის წარმატებით განხორციელება ბინას შენს სამყაროდ აქცევს. 

სივრცის სწორი შეფასება 

სივრცე, რომელიც ერთი შეხედვით ცარიელია, ჩვენ სახლად იქცევა, რომელიც ყოველდღე მოგონებებით უნდა შევავსოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ დეტალებს, რა მოგვწონს, რომელი კუთხე იწვევს ჩვენში სიმყუდროვის განცდას, რას შევცვლიდით, რა არ მოგვწონს. არის თუ არა კედელი, რომელსაც მოვანგრევდით ეს ის იდეები და კითხვებია, რომელიც თავდაპირველად მოგვდის თავში, გვეხმარება დროის დაზოგვაში.  კითხვებზე შემგდომი პასუხები, არის წინგადადგმული ნაბიჯის სივრცის სწორად შესაცნობად.  

შთაგონების ძიება       

ყველაზე საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ყველა დეტალი ჩვენზე გავლენას ახდენს. შთაგონების წყარო ყოველთვის ინდივიდუალურია, შესაძლოა ის კონკრეტული ნივთი, მოგონება ან უბრალოდ Pinterest-სა და Instagram-ზე ნანახი დეკორი იყოს. ამ  დროს თითოეული ნივთის რჩევისას, სურათის ნახვისას მნიშვნელოვანია, რომ ჩაინიშნო საქაღალდეში ან სურათი შეინახო. ამ პროცესის დროს  ნაკლებად ფიქრობ შთაგონების პრაქტიკულობასა და მიზეზებზე, თუ რატომ არის შენთვის შთაგონება. მნივნელოვანი მხოლოდ შენი ემოცია და  ხედვაა, რომლესაც ჯერ მხოლოდ შენი მეხსიერება და წარმოსახვა ასახავს. 

დაკვირვება და კითხვების დასმა 

ინსპირაციის და შთაგონების ძიებისას, უამრავი დეტალის შენახვის შემდეგ ვიწყებთ დაკვირვებას, კითხვების დასმას, რომ საბოლოოდ შევქმნათ ერთიანი სურათი. ამ დროს ვხვდებით, რომ შესაძლოა შენახული გვაქ ფოტო ინსპირაციისთვის და მისი ყურებისას ვეღარ ვხდებით, რატომ მივისწრაფოდით მისკენ. ამ დროს ვიწყებთ დაკვირვებას და კითხვების დასმას საკუთარ თავთან. მაგალითად: გვაქვს შენახული მისაღების ოთახის სურათი, რომელის სტილი ახლა არ მოგვწონს, ვიწყებთ კითხვების დასმას, რა დეტალმა ან ფერმა აღძრა ჩვენში შთაგონება, და ვეძებთ მარტივ გამოსავალს. საბოლოოდ კი მივხვდებით, რომ ჩვენი შთაგონება არა კონკრეტულმა სტილმა, არამედ კონკრეტულად ამ სურათში  წიგნების ღია თარომ და ნათელმა ფერებმა გამოიწვია. ეს გვეხმარება ვიპოვოთ თითოეული დეტალსა და სტილში საკუთარი პიროვნება.   

შაბლონების ძებნა

საბოლოოდ ვეძებთ შაბლონებს ჩვენ მიერ არჩეულ ინსპირაციის ფოტოებში. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი შაბლონები მაგალითად: (ზოლები ან კოპლები) მაგრამ  ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერთა სქემებს, ავეჯის ელემენტებს ან ოთახის სტილს, რომლებიც, როგორც ჩანს, განმეორებით ავირჩიეთ და გვხვდება სხვადასხვა სურათში და ჩვენ მეხსიერებაში ჩაბეჭდილია. აღმოაჩენთ რომ  შევინახეთ ბევრი ფოტო ღია კედლებით? გეჩვენებათ, რომ მოგწონთ ანტიკვარიატით სავსე ოთახის იერსახე? მოგწონთ თუ არა ჩაშენებული მოწყობილობების გამარტივებული სახე? ეს კითხვები დაგვეხმარება დავხვეწოთ ყოველგვარი ელემენტი, რომლის გამოყენება საბოლოოდ გინდათ. ამავდროულად მნიშვნელოვანია გულწრფელად ვკითხოთ საკუთარ თავს, რომელიმე ნიმუშის მიმართ დამოკიდებულება  განპირობებული მიმდინარე ტენდენციებით თუ,  ეს არის ის რაც რეალურად მომწონს და მინდა ჩემი სახლისთვის. მე შეიძლება მომეწონოს გადატვირთული ოთახი, ანტიკვარიატით, მაგრამ სასარგებლოა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ის რაც შეიძლება შემიყვარდეს  ფოტოებში  შემიქმნის თუ არა ჩემ სახლში სიმყუდროვეს და მისი ხილვა 24 საათის განმავლობაში მომინდება. 

სახლი, რომელიც ყოველთვის სიმყუდროვესა და საკუთარ სამყაროსთან ასოცირდება, მოითხოვს უამრავ დროსა და ფიქრს, რათა ის აქციო შენად. აღნიშნული ქმედებები, წინ გადადგმული ნაბიჯია და თავს უფრო მომზადებულად გრძნობ, რომ დასახო კონკრეტული გეგმა  და საბოლოო დიზაინის გადაწყვიტო საკუთარი სივრცისთვის.