02.11.2021
 შეცდომა ინტერიერში, რომელიც სივრცეს გპარავთ

ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სამუშაოების დაწყებამდე კი არის უამრავი დეტალი, რომელიც წინასწარ უნდა განსაზღვროთ, რადგან იმის გარდა, რომ ინტერიერის დიზაინში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მარტივი არ არის, ის გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეცდომების თავიდან არიდებაში კი პროცესის წინასწარ დაგეგმვა და სხვების გამოცდილება დაგეხმარებათ.  

ინტერიერის დიზაინში შეცდომების დაშვება გარდაუვალია განსაკუთრებით მაშინ, თუ ამსა პირველად აკეთებთ.  შეცდომის გამოსწორება უფრო მარტივია თუ იცი რაში შეცდი. ამის გასაგებად კი მოდით, ვნახოთ რა არის ინტერიერის დიზაინში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები:

მასშტაბის დარღვევა

ეს იმიტომ ხდება, რომ მასშტაბისა და პროპორციის სწორად განსაზღვრა განსაკუთრებულ ხედვას მოითხოვს, რაც, სამწუხაროდ, ყველას არ გააჩნია. იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ სივრცის მოწყობა  თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სწორი მასშტაბის საიდუმლო განსხვავებული ფორმების, სიმაღლისა და ზომების შერწყმაში მდგომარეობს.

ასევე, ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას არსებობს ერთი ძალიან მარტივი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი წესი - ყველაფერი კარგად გაზომეთ, რათა დასარწმუნდეთ, რომ ავეჯი თქვენი ოთახის ზომებს იდალურად ერგება. 

ფერი ინტერიერში

ზოგჯერ, იმის შიშით, რომ ინტერიერი არ გადტვირთონ, სახლის მფლობელები ავეჯშიც, კედლებზეც, აქსესუარებშიც ნეიტრალურ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც საბოლოოდ ვერ ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს. ნათელი ფერები ყველასთვის მისაღებია. თუმცა, ხშირად ისინი ძალიან ცივი და უინტერესოა. ამიტომ, გირჩევთ მათთან ერთად გამოიყენოთ უფრო თბილი აქცენტები.

ოთახში მხოლოდ ერთ კედელზე აქცენტის გაკეთებაც კი საკმარისი იქნება, რომ ის საგრძნობლად შეიცვალოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დანარჩენი დეკორი ნეიტრალური დარჩება.

ასევე, ინტერიერის გახალისება შესაძლებელია: ხალიჩებით, ფარდებით, ბალიშებით, აქსესუარებით და მცენარეებით. ძალიან  ნუ შეგეშინდებათ მკაფიო ფერის გამოყენების, აარჩიეთ თქვენი საყვარელი ტონალობა და გაახალისეთ სასურველი სივრცე.

ავეჯის არასწორი განლაგება

არ არის აუცილებელი ავეჯის კედლებზე მიდგმა. მისი განლაგებისთვის ოთახის ნებისმიერ წერტილის გამოყენება შეიძლება, ამით თქვენი სახლი უფრო განსხვავებული და საინტერესო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბინის ზომაზე, ღია სივრცეებზე და ა.შ. 

ასევე არასწორია ავეჯით სივრცის გადატვირთვა. გარდა იმისა, რომ ოთახში განთავსებული ავეჯი ფერით და სტილით უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ სივრცეს, ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა რაოდენობის მხრივაც, რათა ოთახმა არ დაკარგოს თავისი ფუნქცია. გადატვირთული ავეჯი კი ხელს უშლის ოთახში  კომფორტის შენარჩუნებას. 

განათების არასწორი განაწილება

განათება ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მას შეუძლია ერთდროულად სივრცე როგორც ჰარმონიული, ისე ქაოტური გახადოს.

მისი სწორი განაწილებისთვის აუცილებელია ერთ სივრცეში, რამდენიმე ტიპის განათების განთავსება, მაგალითად: ნეიტრალური, ცივი და თბილი ნათებები. მათი ერთდროული ჩართვისას კი სინათლე უნდა ბალანსდებოდეს.

ოთახისთვის განათების შერჩევისას პირველ რიგში იფიქრეთ ფანჯრების მდებარეობასა და ბუნებრივ სინათლეზე. გამოიყენეთ სარკეები, რომელიც ოთახში სივრცის და სინათლის ასოციაციას შექმნის, ასევე გახსოვდეთ, რომ დამატებით განათების განთავსება სამზარეულოში იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამუშაო კუთხისთვის. საძინებლისთვის გამოიყენეთ  თბილი ფერის და ლამაზი დიზაინის სანათები, ისინი დამატებითი სიმყუდროვის შექმნაში დაგეხმარებიან.