03.11.2021
როგორ გავაერთიანოთ სამზარეულო და მისაღები

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სივრცის სწორი განაწილება და თითოეული სანტიმეტრის სწორად გამოყენებაა. საინტერესო ინტერიერის შექმნა და ამავდროულად ადგილის დაზოგვა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა არა შეუძლებელი.

სივრცის სწორად დაგეგმვის და მისი ოპტიმალურად გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რამდენიმე ფუნქციონალური ზონის გაერთიანება. ყველაზე ხშირად ამ დროს სასტუმრო ოთახისა და სამზარეულოს გაერთიანება ხდება. 

ეს მოდური ტრენდი დიდი ხანია კლასიკად იქცა. ახალაშენებული ბინები სწორედ ასეა დაპროექტებული, საცხოვრებელი ფართის 50-60-% სწორედ სამზარეულოს და სასადილოს ეთმობა, სადაც ოჯახი უმეტეს დროს ატარებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ამ ორი სივრცის გაერთიანებისას?

სივრცე არ უნდა დანაწვრდეს, არ უნდა დაიყოს ტიხრებით, ეს განსაკუთრებით  თუ სივრცე პატარაა.

ასეთი წყობის მთავარი პრობლემა სუნი და ხმაურია. ამ ფაქტორების თავიდან აცილება შესაძლებელია ძლიერი გამწოვითა და კარგი იზოლაციით. თუ ხშირად გიწევთ სადილების კეთება, შეგიძლიათ ისარგებლოთ  გამჭირვალე ტიხრებით, რომელიც სინათლეს გაატარებს (მინის ტიხარი).

სამუშაო ზონა მაქსიმალურად სადა და ფუნქციონალური ტახის უნდა იყოს, მთავარი აქცენტი კი სავარძელსა და მაგიდაზე უნდა გააკეთოთ. კარგი იქნება თუ მისაღები ოთახის ავეჯი იქნება გამძლე და ადვილად წმენდადი მასალისგან დამზადებული.  კარგი იქნება თუ სივრცის სამზარეულოს კუნძულით ან დიდი მაგიდით, გააერთიანებთ. არჩევანი დამოკიდებულია ოჯახის წევრების ცხოვრების წესზე. 

ესაა ოთახი, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ამიტომ ის უნდა იყოს ყველასთვის კომფორტული, ქაოსის თავის ასარიდებლად: