13.09.2023
როგორ გავზარდოთ სივრცე სარკის დახმარებით?

სივრცის აღქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი კვადრატულიც არ უნდა შეიძინოთ, თუ სივრცეს სწორად არ დააგეგმარებთ, მაინც დაიკარგება საერთო ვიზუალს. იმისთვის რომ ოთახის ცარიელი ნაწილი გამოცოცხლდეს და ინტერიერმა სიღრმე შეიძინოს ხშირად იყენებენ სარკეებს, რომელიც ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ მას ყოველდღიურად მოვიხმართ, სარკე დეკორატიული ელემენტია, რომელიც ბევრ ფუნქციას ითავსებს:

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ რჩევებს, რომლის დახმარებით შეძლებთ თქვენი ინტერიერის გამოცოცხლებას:

 „XXL“-ის ზომის სარკე

სარკე ოპტიკური ილუზიის შექმნის საშუალებას გაძლევთ. რაც უფრო დიდია სარკე, მით უფრო დიდი გვეჩვენება სივრცე. მაღალი სარკეების დახმარებით შესაძლებელია ჭერის სიმაღლის გაზრდა, ხოლო ფართო ფორმის სარკე ოთახის საზღვრებს ზრდის.

 „XXL“-ის ზომის სარკე

ორი ან მეტი სარკე

ერთი სარკე კარგია, ორი კი უკეთესი, რადგან რამდენიმე სარკისგან შემდგარი კომპოზიცია ოთახზე სხვადასხვა კუთხიდან შეხედვის საშუალებას იძლევა და სივრცის ვიზუალურად ზრდის. ამავდროულად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განსხვავებული და ორიგინალური დეკორი შექმნათ, აირჩიოთ სხვადასხვა მოდელები და ფორმები და მიჰყვეთ ფანტაზიას. 

ორი ან მეტი სარკე

ბუნებრივი განათება

რაც უფრო ნათელია ოთახი, მით უფრო დიდი ჩანს ფართი, ამიტომ უმჯობესია, სარკე სინათლის წყაროსთან ახლოს მოთავსოთ. მაგალითად, ფანჯრის ან განათების სხვა წყაროს პირისპირ, ამ მეთოდს იყენებენ განსაკუთრებით შემოსასვლელისთვის, რომელიც როგორც წესი, ბინის ყველაზე ნაკლებად განათებულ სივრცეს წარმოადგენს.

ბუნებრივი განათება

სარკე ფანჯარასთან

დიდ ფანჯარასთან მდებარე სარკე ინტერიერსა და ექსტერიერს შორის არსებულ საზღვრებს შლის და სახლში ლამაზი სურათის შემოტანაში გემარებათ. ამ მარტივი ხერხის დახმარებით შესაძლებელია სახლის ინტერიერი დახვეწოთ და ორიგინალურობა შესძინოთ.