15.05.2023
როგორ ვაქციოთ სივრცე კომფორტულ საცხოვრებლად?

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლი ის ადგილი უნდა იყოს სადაც სტრესისგან განთავისუფლდებით და თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. სწორედ ამ სიმშვიდის შექმნაში დაგეხმარებათ დაბალანსებული ინტერიერი. რა თქმა უნდა, ჰარმონიული და მშვიდი გარემოს შექმნაში სხვა ფაქტორებიც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბალანსის გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. 

საცხოვრებელი სივრცე მნიშვნელოვანია თავის დანიშნულებას შეესაბამებოდეს, უნდა გაითვალისწინოთ ფერი, განათება, პროპორცია და ავეჯის განლაგება, რათა ვიზუალურად ლამაზი და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი იყოს. 

მისაღები

დღეს უამრავ ადამიანს უყვარს დიდი, მოძველებული და რბილი სტილის დივნები, რომელიც ძალიან კომფორტულია, მაგრამ ფორმას მარტივად იცვლის რამაც შესაძლოა ქაოსი შემოიტანოს. ამიტომ კარგი იქნებ თუ ისეთ ავეჯსა და დივნებზე შეაჩერებთ არჩევანს, რომელიც რბილი და კომფორტულია, თან მარტივად არ იცვლის პირველად ფორმას. სტანდარტულად მისაღებ ოთახში განლაგებულია დიდი დივანი და რამდენიმე სავარძელი შეგიძლიათ ამ კომბინაციას მცირე დეტალები დაამატოთ. წიგნებისა თაროები, ჟურნალის მაგიდა, ყვავილები რომლებიც დაგეხმარებათ ოთახში კომფორტული და დადებითი ატმოსფერო შექმნათ. პატარა სკამის ან კედლის მაგიდების დახმარებით მარტივად შეიძლება ოთახში დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა და სივრცის ვიზუალური გაფართოება. 

აუცილებლად გაითვალისწინეთ და განსაზღვრეთ განათების წერტილები. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცენტრალური განათება, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკითხავ სანათებს, რომლებიც სავარძლებისა და დივნების გვერდით არის განთავსებული და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის კითხვას სასიამოვნოს ხდის. 

საძინებელი

რაც მთავარია შეკრათ ჰარმონია, ამისთვის კი ფერები და დეკორაცია ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს და უხდებოდეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ განტვირთვა შეძლოთ და სივრცე დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.

ჩვენ ხომ ვცდილობთ სივრცე იყოს ლამაზი, ჰარმონიული, დახვეწილი და ამავდროულად ინდივიდუალური, რაც თქვენ პიროვნულობას  გამოხატავს, რადგან თუ სივრცე არის შეუსაბამოა თქვენთვის ყველაფერს ეკარგება აზრი. სიტყვა “კომფორტული” ეს ხომ არის ჰარმონიული, ამაღელვებელი, დახვეწილი და ლამაზი ინტერიერის სინთეზი.