რემონტი საკუთარი სივრცის შექმნის და განახლების პროცესია, რომელიც ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე დაკვირვებას საჭიროებს, რაც საბოლოოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სანამ მას დაიწყებთ უმჯობესია სპეციალისტების რჩევებს გაეცნოთ, რომელიც ძალიან ფასეული და ამავდროულად მარტივია. შესაძლოა პირველ ეტაპზე უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ რემონტის პროცესში აუცილებლად გამოგადგებათ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ, 10 ოქროს წესს, რომელიც რემონტისას უნდა გაითვალისწინოთ, მაშ ასე დავიწყოთ:
ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, მნიშვნელოვანია ეს დეტალი გაითვალისწინოთ, რათა გაუთვალისწინებელი ხარჯი თავიდან აიცილოთ და ყველაფერი წინასწარ განსაზღვროთ.
ზოგიერთი მასალის შეძენა თავიდანვე მეტობით უნდა მოხდეს. მაგალითად: ლურსმნები, გრუნტი, საღებავები, ლამინატი და შპალერი.
თუ თქვენ საცხოვრებელი სივრცის მასშტაბური გადაკეთება გადაწყვიტეთ, წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, ამ დროს სად უნდა იცხოვროთ. თუ შესაძლებელია ნათესავებთან ან მეგობრებთან გადასვლა ეს მართლაც მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ ასეთი ვარიანტის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ბინაში ცხოვრება და სარემონტო სამუშაოების ეტაპობრივად შესრულება.
აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ მეზობლები დაგეგმილი რემონტის შესახებ. ასე ისინი სარემონტო პროცესებს უფრო მშვიდად შეხვდებიან და თქვენც თავიდან აიცილებთ მაკონტროლებელი ორგანოების მოულოდნელ ვიზიტს.
ბინის რემონტი უამრავი კომპონენტის ერთობლიობაა და ბევრ დროს მოითხოვს. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს თავდაპირველ ჩანაფიქრშია. ამიტომ რემონტის დასრულების დადგენილ თარიღს ნუ ჩათვლით მისი ჩაბარების რეალურ დროდ.
განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებს მიაქციეთ, რადგან თქვენი კონტროლის გარეშე ხარჯების პუნქტი არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან შესაძლოა გაიზარდოს. მხოლოდ ის შეიძინეთ, რაც თავდაპირველად გქონდათ განსაზღვრული. იაფია და ამიტომ უნდა ვიყიდო“ - ეს ნამდვილად არაგონივრულია. ეცადეთ გააკონტროლოთ ყველაფერი დაგეგმილი ვადის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა და როგორი ხარისხით მიმდინარეობს რემონტის პროცესი.
სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ რემონტის ბინის ყველაზე მოშორებული წერტილიდან დაწყებას. ეს ზედაპირების უფრო სუფთად შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სარემონტო სამუშაოები კი უშუალოდ შემოსასვლელთან დასრულდება.
ხმისა და სითბოს იზოლაციაზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მასალების არჩევაზე საკმაოდ დიდი დრო და ფინანსები უნდა დახარჯოთ. მათზე მუშაობა ჯერ კიდევ რემონტის საწყისს ეტაპზე იწყება, ამიტომ გადაკეთება ხშირ შემთხვევაში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რემონტის დაწყებისას გონებაში შექმენით სასურველი სახლის პროტოტიპი და ყველაფერი სწორად იმის მიხედვით შეარჩიეთ, რათა შექმნათ თქვენი ოცნების ინტერიერი. მაგალითად: ოთახისთვის ფერის შერჩევისას, დარწმუნებული იყავით, რომ ამ გადაწყვეტილებას მალე არ ინანებთ. შეარჩიეთ ფერის შესაბამისი ავეჯი და დეკორი, რათა ოთახში ქაოსი თავიდან აიცილოთ.
რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროცესის მსვლელობისას კი გვხვდება საქმეები, რომლის შესრულებას პროფესიონალური ცოდნა არ სჭირდება. ასე რომ თქვენთვის საქმე აუცილებლად გამოჩნდება და შეძლებთ ამ პროცესის წარმართვაში თქვენი წვლილიც შეიტანოთ.
რემონტზე საუბრისას თითქმის ყველას ავიწყდება, რომ მისი დასრულების შემდეგ საკმაოდ რთული პროცესი რჩება - ნაგვის გატანა. თუ თქვენ ძველ ავეჯსა და დეკორს ნაგვის ბუნკერებთან დატოვებთ, შესაძლებელია საკმაოდ ძვირად დაჯარიმდეთ. ამიტომ უმჯობესია ნაგვისთვის წინასწარ სპეციალური ტომრები შეიძინეთ და ამით პრობლემაც მოგვარდება.