საძინებელი - ეს არის ადგილი, სადაც იწყება და მთავრდება თქვენი დღე. ადგილი სადაც დილით იღვიძებთ და ყოველ ღამე იძინებთ, ამიტომ ამ სივრცეში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ, რათა დასვენება და განტვირთვა ადვილად შეძლოთ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ინტერიერის დიზაინერების რჩევებს, რომელიც სახლში საძინებელს თქვენ საყვარელ ადგილად აქცევს.
აქცენტი დამამშვიდებელ ფერებზე გააკეთეთ
თქვენი საძინებელი, უპირველეს ყოვლისა, დასვენების ადგილია. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი უნდა იყოს ნათელი და ნაკლებად დატვირთული. კედლების ფერისა და სტილის არჩევისა უმჯობესია არჩევანი დახვეწილ და დამამშვიდებელ ფერებზე შეაჩეროთ, როგორიცაა: პასტელი და მიწის ტონები, რადგან ისინი ხელს უწყობენ მშვიდ ძილს. თუ დამატებითი ფერების გამოყენება გინდათ, ისინი დეკორის სახით შემოიტანეთ სივრცეში.
მოერიდეთ არეულობას
არეულობა და სიმშვიდე ერთმანეთის სინონიმები ნამდვილად არ არის. ამიტომ თქვენი საძინებელში არ უნდა იყოს ქაოსი და არეულობა, ანუ საწოლის გვერდით მხოლოდ კომოდი, ტანსაცმლის შესანახი კარადა და მცირე მაგიდა უნდა მოათავსოთ. ნივთები და ავეჯი, რომელსაც ყოველდღე არ იყენებთ ამ სივრცეში არ უნდა იყოს.
გამოიყენეთ თბილი განათება
ცივი განათება ძილის მტერია. დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებლის ფარდები დილით ეფექტურად ბლოკავს სინათლეს. ღამით კი თბილი განათება გამოიყენეთ, რათა სივრცეს სიმყუდროვე შესძინოთ და მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ. ეცადეთ აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ ზონების რაოდენობა და განათება სწორედ მათი მიხედვით დაამონტაჟოთ.
შემოიტანეთ სივრცეში მცენარეები
მცენარეებს არამხოლოდ სივრცის გახალისება და ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ, არამედ ოთახში მშვიდი, მსუბუქი ატმოსფერო შემოაქვთ. მათი ინტერიერში შემოტანით მარტივად შეგიძლიათ შეავსოთ სივრცე და დეკორის მნიშვნელობა მიანიჭოთ.
საძინებლისთვის ამა თუ იმ მცენარის არჩევამდე უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი რამ. მაგალითად, სინათლე, გარემოს ტენიანობა ან მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა.