08.09.2022
რომელ სართულზე ჯობია ცხოვრება?

ბინის შერჩევისა თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ უნდა გაითვალისწინოთ უბანი, ღირებულება, ბინის კვადრატულობა, რამდენად მოსახერხებელია მიმდებარე ტერიტორია, შესაძლებელია თუ არა პარკირება ან რამდენად ახლოსაა მაღაზიები, აფთიაქი და სკვერები. თუმცა სანამ აარჩევთ ბინას არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ხშირად ივიწყებთ - ეს არის ბინის სართული?

საცხოვრებელ კორპუსში ყველა სართულს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ სხვადასხვა სართულზე ცხოვრების ძირითად უპირატესობას, რათა შეარჩიოთ თქვენ საჭიროებაზე მორგებული სართული.

პირველი სართული

ბინის პირველი სართული იდეალურია მძიმე ტვირთის, მაგალითად ავეჯის გადასატანად ან სურსათის ასატანად. პირველ სართულზე ცხოვრება დაგეხმარებათ დაზოგოთ ფული კომუნალურ გადასახადებზე. ზაფხულში ნაკლებად გიწევთ კონდიციონერის გამოყენება, რადგან გრილი ჰაერი დაბალ სართულზე გროვდება. ასევე ნაკლებია მზის ბუნებრივი შუქის ზემოქმედება, რაც თქვენს ბინას ზაფხულის ცხელ თვეებში უფრო გრილს ხდის. პირველ სართულზე ცხოვრება ნიშნავს გარე სივრცესთან ადვილ წვდომას, როგორიცაა შემოგარენი, ეზო, რაც შესანიშნავია შინაური ცხოველების მოყვარულთათვის, ბავშვებისთვის ან მათთვის, ვისაც უყვარს მწვანე სივრცე. ასევე მიწისძვრის, ხანძრის ან სხვა გადაუდებელი შემთხვევების დროს, პირველი სართულის დატოვება ყველაზე მარტივია.

მეორე - მეხუთე  სართული

ეკოლოგიის თვალსაზრისით, ისინი ყველაზე უსაფრთხოა. კარგია მოხუცებისთვის და ახალგაზრდა ოჯახებისთვის. ყოველ სეზონზე მუდმივად სტაბილური გადასახადი და ენერგიის მოხმარების სტაბილურ მაჩვენებლით ხასიათდება. შუა სართულზე ცხოვრება გაძლევთ მცირე ვარჯიშის შესაძლებლობას, შეგიძლიათ ისარგებლოთ კიბით ლიფტის ნაცვლად.

სართული

მეექვსე მეშვიდე სართული

სტანდარტული მაღალსართულიანი შენობების ოქროს შუალედია. ხმაურის დონე დაბალია, ჰაერი უფრო სუფთაა და ხმაურიც ნაკლებად შეგაწუხებთ.

მერვე სართულიდან ზევით 

შესანიშნავი პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და სასიამოვნო ნიავი. უმეტესობა ნათელი ბინების სწორედ ამ სართულებზე მდებარეობს. აქ ცხოვრება გაძლევთ დამატებით სიმაღლეს და მეტ წვდომას მზის ბუნებრივ შუქზე, რაც შესანიშნავი გზაა თქვენი ბინის გასანათებლად. ასევე ბინა უფრო თბილი იქნება, რაც გავლენას ახდენს თქვენ კომუნალურ გადასახადებზე. ამ სართულებზე ცხოვრებისას ნაკლებათ შეგაწუხებთ მავნებლები და მწერები, რადგან ისინი როგორც წესი, ცხოვრობენ მიწაზე ან ისეთ ბინაში, რომელიც ბუნებასთან ახლოსაა.

ბოლო სართული

ბოლო სართულის მთავარი პლუსი სიმშვიდე, არ შეგაწუხებთ ქუჩის, მანქანების და ზედა მეზობლების ხმაური. კორპუსის მაღალ სართულებზე ცხოვრების  უპირატესობას წარმოადგენს კიდევ ის ფაქტორები, რომ  ბინიდან იშლება შესანიშნავი პანორამული ხედები და ასევე ისიც, რომ  სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დადგათ ბუხარი ან მიიერთოთ სხვენის ნაწილი.