22.08.2022
რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბინის შერჩევის დროს

ადამიანებისთვის ახალი ბინის შეძენა ახალი ცხოვრების დასაწყისს ჰგავს, როცა ყველაფერს ცარიელი ფურცლიდან იწყებ. ეს ზღაპრული თავგადასავალია, რომელიც საკუთარი ინტერესის და გემოვნების გამოხატვის საშუალებას გაძლევთ. ბინის შერჩევისას თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ, ფიქრობთ, როგორი ტიპის, ფართის ან კვადრატულობის საცხოვრებელი შეარჩიოთ, ან რომელ უბანზე გააკეთოთ არჩევანი. წარმოგიდგენთ იმ კრიტერიუმებს და დეტალებს, რომელიც ბინის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ. 

უბნის და ქუჩის შერჩევა 

ადგილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, კარგად დაფიქრდით და გაერკვიეთ, თუ სად და რატომ გსურთ ცხოვრება - ქალაქის ცენტრში გირჩევნიათ ცხოვრება თუ გარეუბანში, ოჯახთან ერთად აპირებთ გადასვლას თუ მარტო, რათა წინასწარ განსაზღვროთ რამდენად ხელსაყრელია მიმდებარე ტერიტორია თქვენთვის. თუ შვილი გყავთ, უნდა შეარჩიოთ უნაბი, რომლის მიმდებარედ ბაღი, სკოლა და სკვერი იქნება. ასევე გაითვალისწინეთ დროის ფაქტორი, მანძილი სახლიდან სამსახურამდე და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება.

ბიუჯეტის განსაზღვრა 

ბინის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა, ეს იქნება პირადი დანაზოგი, ბანკის დახმარებით მოძიებული ფინანსები თუ სხვა ნებისმიერი წყარო. თქვენი ფინანსების სწორად შეფასებით ბინის შერჩევის პროცესი გაგიადვილდებათ.  

საჭიროების დადგენა

სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროება. უნდა იცოდეთ, თუ რა კვადრატულობის და ტიპის ბინა იქნება თქვენთვის საჭირო მინიმუმ 4 წლის პერსპექტივაში. 

სარგებელი 

უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მაქსიმალურ სარგებელს ნახავთ. უნდა დარწმუნდეთ, ხომ არ დაეცემა ქონების ფასი, რამდენად შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში მის გაქირავაბას, გაყიდვის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღებას. 

დასვით კითხვები

ბინის შერჩევის პროცესში უნდა დასვათ უამრავი კითხვა, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ ბინის ყიდვისას მცირე დეტალებზე ყოყმანობთ, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, გამოიყენეთ დრო მოსაფიქრებლად. დარწმუნდით, რომ ეს ის ბინაა, რომელიც გინდოდათ და ისე დადეთ ხელშკრულება. მაგრამ დიდხანსაც ნუ დაფიქრდებით, რადგან ეს შეიძლება გახდეს შესაფერისი ბინის ხელიდან გაშვების მიზეზი.