12.08.2022
ფერები, რომელიც სამზარეულოს ყველაზე მეტად უხდება

სამზარეულო არის ადგილი სადაც ადამიანები ბევრ დროს ატარებენ, ეს არის სივრცე რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს და სამ მთავარ ფაქტორს უკავშირდება - ჰარმონიას, კომფორტს და სისუფთავეს. ამიტომ სამზარეულოს შერჩევისას და მისი მოწყობისას დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფერებზე, რადგან ადამიანზე ფერები დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენენ. დღეს ინტერიერის დიზაინში  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერს, თუმცა ადამიანების უმეტესობა ნაკლებად უფიქრდება იმას, თუ როგორი გავლენა შეიძლება ქონდეთ მათ ჩვენ ყოველდღიურობაზე. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ დიზაინერების რჩევებს და აქტუალურ ფერებს, რომლიც სამზარეულოში უნდა გამოიყენოთ.

თეთრი ფერი 
ეს ფერი თითქმის ყველა ადამიანის სამზარეულოში შეგხვდებათ, რადგან ყველაზე პოპულარულია და აქტუალობას არ კარგავს. ის ყოველთვის დადებით ემოციასთან ასოცირდება და ენერგიით გავსებთ. თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სინაზეს და ქმნის სიმშვიდის განცდას. მიეკუთვნება ნეიტრალურ ფერთა კატეგორიას, რომლის სხვა ტონალობებთან შეხამება მარტივია და ხელს უწყობს სივრცის აღქმას.

იასამნისფერი ფერი
ეს ფერი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იასამნისფერი შთამაგონებელ და დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე. ის განსხვავებულობის სიმბოლოა და ადამიანში თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილებას იწვევს. შესაბამისად სამზარეულოში მისი ხილვა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ინტერიერს საუცხოო იერს სძენს.

ყვითელი ფერი 
ამ ფერის გაგებისას, შესაძლებელია ცოტა გაგიკვირდეთ და სარისკო ნაბიჯად მიიჩნიოთ მისი სამზარეულოში გამოყენება, მაგრამ შედეგი საოცრად გაგაკვირვებთ. ყვითელი მზის ფერია, რომელიც სიხარულსა და ბედნიერებასთან ასოცირდება. ის თავისუფლების ფერია, რომელსაც სამზარეულოს გამოცოცხლება და ხალისიანი განწყობის შექმნა შეუძლია.

პასტელური ფერები
პასტელური ფერების კომბინაცია განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ნაზ და მსუბუქ ტონალობებს სამზარეულოში სიმშვიდე შემოაქვს და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. პასტელურ ფერებს მოეკუთვნება- ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერი და ლილისფერი. მარტივად შესაძლებელია ორი ტონალობის, მაგალითად პასტელური ფერის და თეთრის გამორჩეული და ორიგინალური კომბინაცია შექმნათ და სამზარეულოს ინტერიერი გამოაცოცხლოთ.