25.07.2022
როგორ მოვაწყოთ მოზარდის ოთახი

ბავშვის ოთახის დაგეგმვა და მოწყობა არც ისე მარტივი საქმეა. როდესაც რემონტი საბავშვო ოთახში აკეთებთ მას თავიდან ბოლომდე თქვენი გემოვნებით აწყობთ, მაგრამ როდესაც საქმე, მოზარდის ოთახის  ეხება ამ პროცესში თვითონ თქვენი შვილიც ჩართული უნდა იყოს. 

როდესაც საქმე ბავშვის ოთახს ეხება, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. უსაფრთხოება, სივრცის სწორად გადანაწილება, სინათლე, კომფორტული გარემო და ა.შ. კომფორტთან ერთად უმნიშვნელოვანესია, რომ ოთახში გამოყენებული მასალები იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული.

ზონირება და ავეჯი
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რა სჭირდება ბავშვს. მას სჭირდება სივრცე დასვენების, მეცადინეობისა და გართობისთვის. ამ სივრცეების მოწყობა კი ავეჯით უნდა მოახერხოთ. როდესაც ავეჯი განლაგებულია კედლის გასწვრივ, ოთახის ცენტრი რჩება თავისუფალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვმა თავისუფლად ითამაშოს. მისაღებია, როდესაც საწერ მაგიდა მოთავსებულა ოთახის ყველაზე განათებულ ზონაში, საწოლი კი მაქსიმალურად არის მოშორებული კარს.

ზონირება

ფერები 
ინტერიერის დიზაინისთვის არჩეულ ფერებს ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვების ემოციურ განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ბევრად უკეთესი იქნება თუ საბავშვო ოთახის დიზაინს ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტთ. სინათლისა და ნეიტრალური ფერების პალიტრის გამოყენება ოთახში ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს ქმნის, რაც მოზარდს მარტივად დაძინებაში დაეხმარება.

ფერები

სტილი
პირველ რიგში აირჩიეთ სტილი,  ეს უნდა გააკეთოთ თქვენ შვილთან ერთად დაათვალიერეთ სხვადასხვა ინტერიერის ფოტოები ინტერნეტში, ყველა მოზარდი ცხოვრობს აქტიური სოციალური ცხოვრებით, ამიტომ მისი აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, მას უნდა უხაროდეს ოთახში შესვლა და იქ მეგობრების დაპატიჟება.
თქვენ შეიძლება გამოგადგეთ: სკანდინავიური სტილი, მოდერნი ან ინდუსტრიული სტილი. მაგალითად, სკანდინავიურ სტილში ბავშვთა ოთახის დიზაინი გულისხმობს მხოლოდ პასტელურ აქცენტის ფერებს და შესანიშნავად ერწყმის ღია ხის ავეჯს.

სტილი