თუ გინდათ რემონტის დაწყება და ამისთვის არ გაქვთ საჭირო ფინანსები, არ იდარდოთ, შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც კი შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი ინტერიერი. ამისთვის მხოლოდ ფანტაზია და კრეატიულობაა საჭირო. წარმოგიდგენთ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ფული და მიიღოთ გასაოცარი შედეგები:
განაახლეთ კარადა
თუ ძველი კომოდი გაქვთ, რომელიც ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია და მისი გადაგდება გენანებათ, მარტივად შეგიძლიათ მას ახალი სიცოცხლე შესძინოთ, უბრალოდ შეღებეთ ის ან შეუცვალეთ სახელურები. სურვილისამებრ შეგიძლიათ დამატებითი ორნამენტებითაც გააფორმოთ.
შექმენით დეკორი საკუთარი ხელით
ნახატების, ცნობილი ფოტოგრაფების სურათების და მხატვრების ნამუშევრების შეძენა დიდ ხარჯებთან ასოცირდება, თუმცა საბედნიეროდ, მათი ხელმისაწვდომი ალტერნატივაც არსებობს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ხელით შექმნილი ნახატი, საყვარელი ფილმის პოსტერი, სენტიმენტალური ფოტოსურათი, რომელიც თქვენი სახლის ატმოსფეროს ყველაზე მეტად შეესაბამება.
განაახლეთ ავეჯი
ყველა სახლში მოიძებნება ისეთი ნივთები, რომელიც მოძველდა მაგრამ მისი გადაგდება გენანებათ, რადგან მასთან სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. ალბათ არც კი დაფიქრებულხართ რამდენი მეთოდი და ხერხი არსებობს მის გასაახლებლად. მაგალითად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ტექსტილი, ფერი, და ამით შესძინოთ მათ ახალი სიცოცხლე.
ახალი სანათი
ამ მცირე დეკორის შეძენით შესაძლოა თქვენი ოთახის ინტერიერი მნიშვნელოვნად შეცვალოთ. თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე აარჩიეთ სასურველი ფერის, სტილის და დიზაინის სანათი.
სანთლები
სანთლები ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და ორიგინალური გადაწყვეტაა. მათი გამოყენება ოთახში ხალისიან, რომანტიკულ გარემოს შექმნის. შეარჩიეთ ლამაზი ფერის, ფორმის სანთლები თავისი ელეგანტური სადგომებით და დამამშვიდებელი არომატებით.
მცენარეები
მცენარეების გამოყენება ეფექტური იდეაა, თუ ბიუჯეტური დეკორის გამოყენება გსურთ. მცენარეები სივრცეს აცოცხლებენ, ინტერიერს ფერებით ავსებენ და ამავდროულად ჰაერის ხარისხს აუმჯობესებენ.