მცირე ზომის სივრცის მოწყობა დაკავშირებულია პრაქტიკულ და სტილისტურ გამოწვევებთან, მაგრამ თანამედროვე დიზაინი გვაძლევს საშუალებას, რომ სივრცის სწორი ათვისებით ბინა მყუდრო და კომფორტული გავხადოთ. წარმოგიდგენთ იმ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად აითვისოთ თითოეული კვადრატული მეტრი და შექმნათ თქვენ სურვილებსა და საჭიროებაზე მორგებული გარემო.
შეუმჩნეველი შესანახი სისტემა
მცირე სივრცის ბინაში თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ყველა ნივთს მივუჩინოთ თავისი ადგილი და ამავდროულად თავიდან ავირიდოთ ქაოსი. ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ შეფარული შესანახი სისტემა, რომელიც დახვეწილი და თანამედროვე გადაწყვეტილება.
ზონა სტუმრებისთვის
პატარა ბინაში მნიშვნელოვანია რომ სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ამიტომ უმჯობესია ცალკე გამოყოთ და მოაწყოთ მისაღები ზონა.
საძინებელი ფარდის მიღმა
ზონირების დროს ხანდახან ტექსტილი ძალიან პრაქტიკული და მარტივი გადაწყვეტილებაა, ფარდის დახმარებით შეგიძლიათ გამოყოთ საძინებელი და შექმნათ გამორჩეული ინტერიერი.
განათება
პატარა სივრცის მოწყობის დროს ხშირად ყურადღებას ვუთმობთ ავეჯს, ფერებს, დეკორს და გვავიწყდება სწორად შერჩეული განათების მნიშვნელობა. ძირითად განათებასთან ერთად მნიშვნელოვანია დამატებითი განათების წყაროების დეკორის სახით შემოტაც. ეს ბინას სიმყუდროვე და სითბო მიანიჭებს.
ფანჯრის რაფა
პატარა ბინაში მცირე ადგილებია და მნიშვნელოვანია ჩვენი ფანტაზიის ჩართვა და კრეატიული იდეების განხორციელება. მაგალითად შეგიძლიათ ფანჯრის რაფები აითვისოდ და მოაწყოთ კომფორტული, მყუდრო დასასვენებელი სივრცე, სადაც შეძლებთ წიგნების კითხვას, კინოს ყურებას ან უბრალოდ დასვენებას.
მინის ტიხარი
ბოლო დროს ინტერიერის ერთ-ერთი პოპულარული ტრენდია ბინაში მინის ტიხრების გამოყენება, ისინი ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და მას ძალიან ლამას ხდის. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო ან საძინებელი სხვა ზონებისგან.