15.06.2022
6 მარტივი ნაბიჯი ინტერიერის გასაახლებლად

სახლი არის ადგილი სადაც ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, ამიტომ ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემო და ატმოსფერო იყოს სასიამოვნო და მისგან დადებით ემოციას ვიღებდეთ. დროთა განმავლობაში ეს გარემო ჩვენთვის ერთფეროვანი ხდება და საჭიროებს განახლებას, ამისთვის სულაც არ არის საჭირო მასშტაბური ცვლილებები, მარტივი ნაბიჯების დახმარებით შეგიძლიათ სრულად შეცვალოთ ინტერიერი. 

განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან
ყოველგვარი ფიქრის გარეშე თავიდან მოიშორეთ ის ნივთები, რომლებსაც აღარ ხმარობთ ან  უბრალოდ არ გჭირდებათ. თუ გადაყრა გიჭირთ, შეგიძლიათ გაყიდოთ ან გააჩუქოთ ის ჭურჭელი, რომელიც წლობით გიდევთ და ერთხელაც არ გამოგიყენებიათ. დიდი ყურადღება მიაქციეთ პატარ-პატარა ნივთებს,  რომლებიც თაროებსა და მაგიდაზე არის განთავსებული, სწორედ ისინი ქმნიან სახლში ქაოსს და საჭიროებენ განახლებას. 

შეღებეთ კედლები ნათელ ფერში
ყველა ტიპის და სტილის ინტერიერისთვის სასურველი ნათელი ფერებია, რადგან ისინი ყოველთვის აქტუალურია. ღია და ნათელ ფერებს სივრცეში დამამშვიდებელი ატმოსფერო შემოაქვს, მცირე ფართობის ბინაში კი მარტივად ქმნის დიდი სივრცის ილუზიას. 

მყუდრო გარემო

განსაზღვრეთ აქცენტები
კედლის ფერის შერჩევის შემდეგ დაფიქრდით და ყურადღება გაამახვილეთ აქცენტებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება და ფერებს შორის შეინარჩუნოთ ბალანსი. 

განაახლეთ ძველი ავეჯი
ახალი ავეჯის შეძენა  ადვილი ნამდვილად არ გახლავთ, ეს ბევრ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. თუმცა შეგიძლიათ რესტავრაცია ჩაუტაროთ ძველ ავეჯს და მარტივად შესძინოთ მათ ახალი იერი. ხშირ შემთხვევაში ძველი ავეჯს უფრო კარგი ხარისხი აქვს ვიდრე თანამედროვე ავეჯს.

ფერები

ტექსტილი
ტექსტილი ნებისმიერი ინტერიერის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ სწორად უნდა შეარჩიოთ მისი ხარისხი და ფერი. არჩევანი თბილ ფერებსა და მსუბუქ ტექსტილზე გააკეთეთ. ამავდროულად ტექსტილის გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ ინტერიერის სხვადსხვა დეფექტების დაფარვა. 

განათება
განათება ინტერიერის საბოლოო სურათის შესაკრავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თბილი განათება სივრცეს სიმყუდროვეს სძენს და მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ამიტომ ეცადეთ აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ ზონების რაოდენობა და განათება სწორედ მისი მიხედვით დაამონტაჟოთ.

განათება