27.05.2022
როგორ მოვაწყოთ პატარა აბაზანა 

აბაზანის მოწყობა საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესების ერთობლიობაა. ამ დროს გიწევთ ფიქრი თუ როგორ მოაწყოთ და შეავსოთ სივრცე ტექნიკით, ისე რომ სამოძრაო ადგილი დაგრჩეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ გაითვალისწინოთ დეტალები, რომელიც ერთის მხრივ შესაძლოა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ.

აბაზანა თუ საშხაპე

პატარა სააბაზანოს მოწყობისას დაუსვით საკუთარ თავს კითხვა რა უფრო გჭირდებათ აბაზანა თუ საშხაპე. თუ გინდათ სივრცე სწორად და რაციონალურად გამოიყენოთ არჩევანი საშხაპეზე შეაჩერეთ. მაგრამ თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორად იქცევით, შეგიძლიათ აბაზანა საშხაპესთან გააერთიანოთ. დღეს ბაზარზე უამრავ საინტერესო და ბიუჯეტური დიზაინის აბაზანას შეარჩევთ, რითიც შეძლებთ ინტერიერს განსხვავებული და ორიგინალური ელფერი შესძინოთ. 

აბაზანა

პირსაბანი

კარგი იქნება თუ ნიჟარის ქვეშ არსებულ სივრცეს მთლიანად აითვისებთ და განათავსებთ პატარა სარკეებიან სათავსოებსა და ტუმბოებს. ამ გზით სივრცეს ვიზუალურად გაზრდით და ყველა კოსმეტიკურ, ჰიგიენურ და წვრილმან ნივთს ექნება თავისი ადგილი. გარდა ამისა შეგიძლიათ სარეცხის მანქანა ნიჟარის ქვეშაც განათავსოთ

უნიტაზი

სივრცის დასაზოგად გამოიყენეთ დასაკიდი უნიტაზი. მას ჩვეულებრივი უნიტაზებისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის კომპაქტური და არასტანდარტული ზომისაა, ასევე არ აქვს ფეხი, რაც სივრცეს ვიზუალურად ათავისუფლებს. მეორე და ალბათ უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არის დამალული ჩასარეცხი სისტემა, რომელიც კედელში გაკეთებულ სპეციალურ კონსტრუქციაში თავსდება.

უნიტაზი

ავეჯი

აბაზანა ეს არის ადგილი, რომელიც ბევრი ნივთით არ უნდა გადატვირთოთ. აქ ყველა ნივთს და დეტალს თავისი მნიშვნელობა და ფუნქციური დატვირთვა უნდა ქონდეს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ქაოსი და სივრცეში წესრიგი შემოიტანოთ. მნიშვნელოვანია აბაზანის ოთხივე კუთხე მაქსიმალურად აითვისოთ ამისთვის კი განათავსეთ საკიდები და მრავალიარუსიანი თაროები. 

სააბაზანო ოთახი

სარკე

სარკე არ განიხილოთ როგორც ცალკეული ატრიბუტი ან დეკორი, მას შეუძლია სივრცეს მთლიანი ვიზუალი და მოცულობა შეუცვალოს. ამიტომ ეცადეთ სარკე ინტერიერში სწორად შემოიტანოთ. სარკის დამონტაჟება შეგიძლიათ შიგნით საშხაპეშივე კედელზე ან თუ ორიგინალური დიზაინის შექმნა გსურთ ხელსაბანის თავზე კედლის მთელს სიგანეზე. პატარა სივრცისთვის კი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მაინც აბაზანის სარკეა კარადით.