13.05.2022
ინტერიერის 6 ყველაზე პოპულარული სტილი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს

სივრცის მოწყობისას ყველაზე მნიშვნელოვანი სასურველი სტილის პოვნა. არჩევანის გასამარტივებლად წარმოგიდგენთ ინტერიერის 6 ყველაზე პოპულარულ სტილს, რომელიც შესაძლოა მალე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. 

სკანდინავიური სტილი

ამ სტილმა დიდი ხანია დაიპყრო ადამიანების გულები. უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი მთავარი პრინციპი. შესაბამისად მთელი მსოფლიოს მაშტაბით მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.  

მინიმალიზმი

დროთა განმავლობაში მინიმალიზმი  უფრო მეტი გახდა, ვიდრე დიზაინის მიმდინარეობა. ბევრი ადამიანი მას უკვე ფილოსოფიად აღიქვამს. ეს ის სტილია, რომლის ხასიათშიც თავშეკავებულობა და დეტალების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება წარმოადგენს. მისი იდეა ბევრ უსარგებლო ნივთზე უარის თქმასა და სიმსუბუქისდმი წვდომას წარმოადგენს.

ნეოკლასიკა

კლასიკური არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტების საოცარი ნაზავია, რომელიც  შეუდარებელია მისი სიმეტრიით, სიზუსტითა და მაშტაბით. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ დიზაინის საშუალება მისცა მრავალწლიან ტრადიციებს უფრო მოქნილი და რეალობასთან ადაპტირებული გამხდარიყო.

ეკო სტილი

ეს სტილი ადამიანს ჰარმონიულად აკავშირებს ბუნებასა და ეკოლოგიურ სისუფთავესთან. ამ სტილის მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანმა ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოს მეშვეობით შეძლოს დასვენება, ძალების და ენერგიის აღდგენა. 

არტ-დეკო

არტ-დეკოს სტილი ინტერიერის დიზაინში, სიმსუბუქით და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა. მას ხშირად  ვიზუალური ხელოვნების სტილსაც უწოდებენ. თუ  მოგბეზრდათ თავშეკავებული ფერები, მაშინ არ-დეკო თქვენი სტილია.

ეკლექტიკა

ერთ-ერთი ყველაზე რთული მაგრამ პოპულარული სტილი, რომელიც ადამიანის ფანტაზიაზეა ორიენტირებული. ეს სტილი საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში წარმოსახვით სავსე და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.