06.05.2022
როგორ შემოვიტანოთ ინტერიერში დადებით ემოცია

სახლი არის ადგილი, რომელშიც ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ეს ადგილი დადებით ემოციას გვიქმნიდეს. დამღლელი დღის შემდეგ გვიხაროდეს სახლში მოსვლა და საყვარელ სავარძელში ჩაჯდომა, სამზარეულოში შესვლა და გემრიელი კერძის მომზადება. წარმოგიდგენთ მარტივ მეთოდებს, რომლებსაც პროფესიონალები ინტერიერში კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად გვირჩევენ: 

ატმოსფერო
პირველი და უმთავრესი ინტერიერში ატმოსფეროა. თუ ატმოსფეროს სწორად შექმნით ცალკეულ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. თუ მაინც კონკრეტულ ნივთებზე კონცენტრირდებით, ამ შემთხვევაში უპირატესობა ხელოვნებას მიანიჭეთ. აუცილებელი არ არის ქანდაკება და ნახატები გამოიყენოთ, მნიშვნელოვანია ისეთი დეკორი შემოიტანოთ რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენ ინდივიდუალიზმს.

მისაღები

ფუნქციონალურობა 
ინტერიერში უნდა იყოს იმდენი ნივთი და დეტალი, რამდენსაც რეალურად იყენებთ და გჭირდებათ. უნდა ეცადოთ სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ, მაგრამ ამავდროულად არ გადატვირთოთ. ხშირად შესასვლელის და კორიდორის მოწყობაზე დიდ დროსა და რესურს არ ხარჯავენ და ავიწყდებათ რომ სახლის მეპატრონეზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ შესასვლელი ქმნის.

ფერები 
სწორად შერჩეული ფერი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რომელიც სივრცეს ამთლიანებს. მას შუძლია შეცვალოს ოთახის ატმოსფერო, შემოიტანოს სიცივე ან სითბო და შეამციროს ან გაზარდოს მისი მოცულობა. შესაბამისად დიზაინერები ყოველთვის გვირჩევენ რომ ფერის შერჩევისას კარგად დავფიქრდეთ და არ ვიჩქაროთ.

სიმღუდროვე

დეკორი 
აქსესუარებს, პატარ-პატარა დეკორაციას და განსხვავებულ მატერიებს მთლიანად შეუძლიათ სივრცის შეცვლა. მათი შერჩევისას უამრავ დეტალზე და ფაქტორზე გიწევთ ფიქრი და ხშირად ქაოსში იკარგებით. უნდა ეცადოთ გემოვნებით შევარჩიოთ თითოეული ნივთი, რათა ჰარმონიულად მოერგოს საერთო ინტერიერს.