26.04.2022
შეცდომები, რომელიც ინტერიერის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ

ახალი ბინის შეძენა ახალი ცხოვრების დასაწყისს ჰგავს, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ და თავიდან სწავლობ. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც უამრავი საპასუხისმგებლო საკითხი ახლავს თან. არსებობს რამდენიმე შეცდომა, რომელიც ახალი ბინის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ:

არასწორი ზომის ავეჯი- დივანი, რომელიც დაკარგულია დიდ საცხოვრებელ ზონაში, ისეთივე უსიამოვნოა, როგორც დიდი მაგიდა, რომელიც ფარავს სასადილო ოთახს. იმისათვის, რომ არ შეიძინოთ შეუსაბამო ავეჯი აუცილებლად გაზომეთ ოთახში არსებული სივრცე, ან შექმენით მცირე მონახაზი, რათა ნივთებისთვის საუკეთესო განლაგება იპოვოთ. 

ხილული არეულობა- სახლში ადამიანს ყოველთვის ბევრი ნივთი აქვს, ზოგს მუდმივად იყენებს, ზოგის გამოყენებას სწავლობს, შესაძლოა ისეთი ნივთებსაც კი შეხვდეთ რომლის მნიშვნელობა უცნობია. არსებობს უამრავი მეთოდი, რომ ყველა ნივთს მოძებნოთ თავისი ადგილი და ამავდროულად არეულობაც აიცილოთ თავიდან. გამოიყენეთ კალათები, გააკეთეთ სათავსოები და კარადები.

მსგავსი ელემენტები- მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ბალანსი და სიმეტრია დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია, ისეთი ნივთების არსებობა, რომლებსაც ერთნაირი ფერი და მატერია აქვს ერთგვარ მოწყენილობას ქმნის. შეგიძლიათ ფერებით და ქსოვილით ითამაშოთ და საინტერესო კომბინაციით ინტერიერი გაახალისოთ.

შეუსაბამო ზომის ხალიჩა- სივრცის გასაერთიანებლად, სტილის გამოცოცხლების და სითბოს შემოსატანად მთავარია სწორი ზომის ხალიჩის არჩევა. არასწორი ზომის და ფორმის ხალიჩა დაარღვევს სიმეტრიას და ოთახის მთლიანობას. 

არასწორი განათება- განათებას შეუძლია ინტერიერის შეკვრა ან დაშლა. სწორად  განსაზღვრეთ ოთახის ფუნქცია და დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ არჩეული შესაბამისი განათების ტიპი. კარგია გამოიყენოთ მაგიდის ნათურები და სანთლები. მოერიდეთ ძალიან კაშკაშა ან ზედმეტად ჩაბნელებულ განათებას. 

ძალიან ბევრი აქცენტი- ბევრი ავეჯი, უამრავი დეკორაცია, მრავალი ფერები რომელიც ერთ კომპოზიციად არ იკვრება და ქაოსურ სურათს ქმნის. ქაოსის გასაქრობად მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთოთ სამ მნიშვნელოვან დეკორზე: ვაზა, სანთლები და სარკე. თქვენ საყვარელ ყავის მაგიდაზე შეგიძლიათ დაალაგოთ წიგნები და მცენარე.