თუ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ ნეოკლასიკური სტილი. კლასიკური არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტების საოცარი ნაზავი შეუდარებელია მისი სიმეტრიით, სიზუსტითა და მაშტაბით. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ საშუალება მისცა დიზაინის მრავალწლიან ტრადიციებს უფრო მოქნილი გამხდარიყო და ადაპტირებულიყო რეალობასთან. ამის მიუხედავად სტილს არ დაუკარგავს დახვეწილობა და სიმდიდრე. პირიქით, თავისი გამორჩეული მახასიათებლებით შეერწყა თანამედროვეობას და უფრო მსუბუქი გახდა. მის გასაოცარ სილამაზეს ფესვები მე-18 საუკუნეში აქვს. იმ პერიოდში მხატვრები და ფილოსოფოსები რაციონალური აზროვნებისა და ზომიერების კლასიკურ ტრადიციას მიმართავდნენ. მიზეზი ის იყო, რომ მათ სურდათ თავი დაეღწიათ როკოკოს დიზაინის ზედაპირული და წარმავალი ბუნებისგან.
ნეოკლასიკური ინტერიერის დიზაინის არჩევისას მნიშვნელოვანია მისი მახასიათებლების შესწავლა, რადგან ზუსტად იცოდე თუ როგორი იქნება ან გინდა რომ იყოს შენი სახლი.
ამისთვის გთავაზობთ მარტივ რჩევებს:
ფერი
ნეოკლასიკური ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს ორიგინალურ ფერთა პალიტრას. მსუბუქი და ნაზი ნაცრისფერი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი ხშირად გამოყენება თეთრ და კრემისფერ სქემებში. ფერები არც ისე კონტრასტულია, ამიტომ აქცენტი კეთდება ჩრდილებზე, შავი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფერების გამოყენებით, რათა ხაზი გაესვას დიზაინის დახვეწილ ელემენტებს. შედეგი კი მდიდრული და დახვეწილია.
დეკორი
მიუხედავად იმისა, რომ ნეოკლასიკური ინტერიერის დიზაინს აქვს მდიდრული ატმოსფერო, ის სადა და მსუბუქ დეკორს იყენებს. მნიშვნელოვანია ფუფუნების და დახვეწილობის კომპენსირება, რათა შეიქმნას ელეგანტური და ჰარმონიული ატმოსფერო.
არქიტექტურული დეტალები
თუ თქვენ ქმნით თქვენ სახლს ნულიდან, დაამატეთ ისეთი ნეოკლასიკური არქიტექტურული მახასიათებლები, როგორიცაა: დიდი ფანჯრები, სვეტები და ორნამენტები. ასევე გამოიყენეთ ხის ან მარმარილოს იატაკი.
დიდი სარკეები
მათ აქვთ ორმაგი ფუნქცია ნეოკლასიკური სტილის ინტერიერის დიზაინში სარკის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ სიმეტრია და შემოიტანოთ მეტი სინათლე ოთახში.
ხალიჩა
ეს არის ის, რაც გჭირდებათ ნეოკლასიკური სახლის ინტერიერის შესაკრავად. ის არა მხოლოდ ლამაზია, არამედ შთანთქავს მძიმე იატაკის მქონე დიდი ოთახებისთვის დამახასიათებელ სიცივეს. თანამედროვე ხალიჩას შეუძლია შემოიტანოს სითბო და შექმნას მყუდრო ატმოსფერო.
სიმეტრიით თამაში
სიმეტრია მე-18 საუკუნის და თანამედროვე ნეოკლასიკური ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. დიზაინის ასეთი სტრუქტურა, შეიძლება იყოს ფორმალური.