ყველა ადამიანის სურვილია იცხოვროს ელეგანტურ და დახვეწილ სახლში. შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის ეს უამრავ სირთულესა და დიდ ფინანსებთან ასოცირდება, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება მარტივი გამოსავალი. თუ თვლით, რომ დახვეწილი ინტერიერი არის ის რაც ნამდვილად გჭირდებათ, მაშინ გაგიზიარებთ 7 მარტივ და ბიუჯეტურ რჩევას, თუ როგორ შექმნათ ელეგანტური ინტერიერი.
ფერი
ფერის არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ელეგანტური სტილის შესაქმნელად აირჩიეთ ორი ფერი. ერთი ძირითადი ფონისთვის და მეორე ჩრდილებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ სივრცეს გლამურული იერი შესძინოთ. ასევე დიზაინის ერთ მთლიანობაში მოსაყვანად მნიშვნელოვანია ძირითადი ფერი დეკორის სახითაც შემოიტანოთ.
იატაკი
კლასიკური და ელეგანტური ინტერიერს შექმნა ხის იატაკის დახმარებითაა შესაძლებელი, მისი არჩევისას უპირატესობა მუქ ფერს მიანიჭეთ. ამავდროულად ეს გონივრული ინვესტიცია, რადგან ხის იატაკი მაღალი ხარისხისაა და უძლებს დროს.
კარნიზი
კარნიზი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჭერსა და კედლებს აერთიანებს და სივრცეს დასრულებულ იერს აძლევს. დღეს ბაზარზე კარნიზის უამრავი არჩევანი არსებობს, სასურველი სტილისა და ფინანსების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
განათება
განათების შერჩევისას ეცადეთ ჭაღების ნაცვლად არჩევანი არასტანდარტულ და განსხვავებულ სანათებზე შეაჩეროთ. ასევე კარგია თუ გამოიყენებთ იატაკის და მაგიდის ლამპებს.
აქსესუარები
ინტერიერის დიზაინში აქსესუარი ფინალური შტრიხია, რომელიც სივრცეს კრავს. ბევრი ადამიანი თავს არიდებს მათ გამოყენებას, რადგან თვლიან რომ სივრცე გადაიტვირთება. მაგრამ თუ ყველა დეკორს სწორად შეარჩევთ, მოუძებნით მნიშვნელობას და ფუნქციას, მათი დახმარებით სივრცის გახალისებას და ამავდროულად უამრავი ფერის შემოტანას შეძლებთ.
ფანჯრის დეკორი
ფანჯრის დეკორის შერჩევა საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რათა სივრცემ დასრულებული იერი მიიღოს. ამიტომ არჩევანი მსუბუქ და თხელ ქსოვილზე შეაჩერეთ როგორიცაა: ბამბა, აბრეშუმი ან ტილო.
თავისუფალი სივრცე
ყველაზე მთავარი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომ სახლი ელეგანტურად გამოიყურებოდეს არის ცარიელი სივრცის ილუზიის შექმნა. მნიშვნელოვანია სწორად განათავსოთ და არ გადატვირთოდ ოთახი უამრავი არასაჭირო ავეჯით და დეკორით.