12.11.2021
ინტერიერის 3 ყველაზე პოპულარული სტილი

ინტერიერის დიზაინი- ეს არის სახლის, ჩვენი საკუთარი სივრცის მოწყობის ფილოსოფია, ის მხოლოდ იმისთვის არაა საჭირო, რომ სახლი ლამაზად გამოიყურებოდეს. დიზაინი ბევრად დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, ვიდრე ჩვენ წარმოუდგენია. ინტერიერის დიზაინის თითოეულ დეტალს: კედლის ფერს, დეკორს, საწოლის ფორმას თუ მდებარეობას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაზღვროს  განწყობა, მოგვცეს მოტივაცია და ენერგია. 

თითოეული სტილი ინტერიერში უნიკალურია, იმისათვის რომ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები სტილი საჭიროა კარგად იცოდეთ რა გსურთ და რა მოგწონთ.

ნეოკლასიკური სტილი

თუ თქვენ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები, მაშინ ნეოკლასიკური სტილი ისაა, რაც ეძებთ. ეს სტილი უხდება, როგორც საკუთარ სახლს, ისე თანამედროვე კორპუსის ბინას. ეს სტილის არ კარგავს აქტუალობას. ნეოკლასიკური სტილი  არის ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავი, მოდერნისტული მასალებისა და აქტუალური დიზაინერული იდეების შერწყმით იქმნება განუმეორებელი, კომფორტული და მყუდრო ინტერიერი. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ საშუალება მისცა დიზაინერებს გაეერთიანებინათ მრავალწლიანი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ამის მიუხედავად სტილს არ დაუკარგავს დახვეწილობა, რესპექტაბელური და მდიდრული გამოხატულება. პირიქით, ის ამ ძირითადი მახასიათებლებით შეერწყა თანამედროვეობას ის უფრო მსუბუქი და დახვეწილი გახდა.

ნეოკლასიკური სტილი აღიქმება ძალიან მარტივად, მასში თავისუფლად შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნიკა და არატრადიციული ფორმის საწოლი,  მაგრამ ამასთან ერთად ოთახის გაფორმება უნდა დარჩეს ტრადიციულ სტილში .

ჰაი-ტეკის სტილი

ამ სტილში გაერთიანებულია ოჯახური სითბო და კომფორტი – სისადავე და სიცივე. ჰაი-ტეკი არქიტექტურული რევოლუციის ნაწილია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ის სულ იცვლება და იხვეწება. ამ სტილში  დეკორი არის აბსტრაქტული, ხოლო ავეჯი და ტექნიკა ფუნქციონალური და პრაქტიკული.  ინტერიერის დიზაინი თავიდან ბოლომდე ასახავს თქვენ  ხასიათს და  გემოვნებას.

ამ სტილის მახასიათებლებია:

„ჰაი-ტეკ“ სტილის ინტერიერში დამატებითი დეკორის გამოყენებას არ საჭიროებს, რადგან ბევრი სინათლე, ქრომირებული და ბზინვარე ზედაპირები  დეკორის ფუნქციას ითავსებენ.

იაპონური სტილი

იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია, დანარჩენი სამყაროსაგან აქ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს არქიტექტურასა და დიზაინში.

იაპონური სახლის ინტერიერი ხასიათდება მარტივი , მშვიდი და ჰარმონიული განწყობით. იაპონური დიზაინი მთლიანად ძენის გარშემო ტრიალებს. ძენი მაჰაიანა ბუდიზმის კონცეფციაა, რომელიც მედიტაციასა და ინტუიციას წამოწევს წინა პლანზე. იაპონელები ქმნიან ისეთი სტილის სახლებს, სადაც ბუნებრივი სილამაზე იგრძნობა, დიზაინს კი თქვენთვის სიმშვიდე მოაქვს.

იაპონური სტილის ელემენტები:

იაპონური ინტერიერები გამოირჩევა მინიმალისტურობით , ამიტომაც მათში არც ისე ბევრი ავეჯი და დეკორის ელემენტია . მნიშვნელოვანია  თავისუფალი სივრცის არსებობა , რეკომენდირებულია გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი.