ჰარმონიული და დასრულებული ინტერიერის შექმნისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ფერების სწორი შეხამება. იმისთვის, რათა გავიგოთ რომელი ფერები ავირჩიოთ აუცილებლად უნდა გავეცნოთ ფერთა ჯგუფებს და მათ გავლენას ადამიანზე.
არსებობს ფერთა სამი ჯგუფი: თბილი, ცივი და ნეიტრალური.
თბილ ჯგუფში შედის: ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ფერები და ყველა მათი კომბინაცია. ასევე, ყვითელი და მწვანე ფერის შეხამება.
ცივ ჯგუფს მიეკუთვნება: ცისფერი, მეწამული, ლურჯი და ლურჯი-მწვანე, ლურჯი-იასამნისფერი ტონის ფერები .
ნეიტრალური ჯგუფი მიეკუთვნება: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ისინი ფერთა პალიტრაში შედიან და საღებავებს ფერს უცვლიან, უფრო ამუქებენ ან აბაცებენ.
ინტერიერის დიზაინში ფერების სწორად შერჩევის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ: დაფაროთ დეფექტები, შეამციროთ ან გაზარდოთ სივრცე, შემოიტანოთ სითბო და ცივივეც კი.
როგორც უკვე აღინიშნა, იმაზე, თუ როგორ ფერს აირჩევთ, დამოკიდებულია ოთახის ატმოსფერო, მისი სტილი და მოცულობაც კი, ამიტომ იმისთვის რომ დავრწმუნდეთ ჩვენი არჩევანის სისწორეში საჭიროა:
შეამოწმეთ, შერჩეული ფერი
თქვენი ბინის განათება ძალიან განსხვავდება მაღაზიის განათებისგან. სანამ საღებავებს იყიდით, შეამოწმეთ, როგორ გამოიყურება მაღაზიაში ნანახი ფერი თქვენი ბინის კედელზე.
გაიაზრეთ ინტერიერის საერთო პალიტრა
კედლების ძირითადი ფერის შერჩევისას, იმავდროულად მთელი ინტერიერი გაიაზრეთ: ავეჯს, ფარდებსა და აქსესუარებს მასში თავისი ელფერი შეაქვთ
დაიცავით ფერთა ბალანსი
ნათელი და მკვეთრი ტონები ყურადღებას იპყრობენ. ასეთი ფერების შერჩევისას, უპირატესობა ნეიტრალურ აქსესუარებს მიანიჭეთ, დისბალანსი რომ არ წარმოიშვას და პირიქით.
ნათელი ელფერი სივრცის გასაფართოებლად
პასტელური და ნათელი ტონები შესახედად აფართოებს სივრცეს და ინტერიერში ჰაერის შეგრძნებას ქმნის.