01.11.2021
ბინის ზონირება – გამოიყენეთ სივრცე რაციონალურად

ზონებად დაყოფა ნებისმიერი მოცულობის ბინისთვის აქტუალური თემაა, არ აქვს მნიშვნელობა, დიდია სივრცე თუ პატარა.

ბევრი ფიქრობს, რომ სივრცის განცალკევებისთვის დამატებითი კედლების აშენება გჭირდებათ, რაც დიდ სამუშაოს, ხარჯებსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა არსებობს ზონირების სხვა მარტივი და პრაქტიკული საშუალებებიც, რომელთა მეშვეობითაც თქვენ დაზოგავთ დროსაც დაზოგავთ და ფულსაც.

სანამ ბინას ზონებად დავყოფთ პირველ რიგში, შეაფასეთ ფართი და მისი თავისებურებები: ფანჯრების რაოდენობა, ბუნებრივი განათება, ჭერის სიმაღლე და კონსტრუქციული ნაწილი - კოლონა და საკომუნიკაციო შახტები, რადგან ბოლო ორი ელემენტის შეცვლა და კორექტირება შეუძლებელია. როცა ყველა ამ დეტალს შეამოწმებთ თქვენ უკვე გეცოდინებათ რომელ კუთხეში რომელი ზონა უნდა იყოს.  

ავეჯი

სხვადასხვა ზონების გამოყოფის ერთ – ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია , ავეჯის გამოყენება . მაგალითად , დივანი რომელიც დგას ოთახის ცენტრში , წარმოადგენს შესანიშნავ ტიხარს , რომელიც გამოყოფს ერთზონას მეორისგან. 

ასევე მსუბუქი, მოხერხებული სტელაჟით ოთახის გაყოფა საკმაოდ აპრობირებული და მარტივი მეტოდია. სტელაჟი შეიძლება იყოს ხის, შუშის, მეტალის. გარდა ოთახის გასაყოფი ფუნქციისა, სატელაჟი ნივთების შესანახადაც გამოიყენება. ის ძალიან მოსახერხებელია კაბინეტისა და ბავშვის ოთახის ზონირებისთვის.

ფარდები

ფარდას, როგორც ზონირების საშუალებას, უამრავი უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, ეს მისი დაბალი ფასი და ჭერზე დაკიდების სიმარტივეა. მათი დახმარებით ერთმანეთისგან შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო და სასადილო, ასევე ძალიან აქტუალურია ფარდები საძინებლისთვის, სადაც შეგიძლიათ მოიწყოთ სამუშაო კუთხე. 

ფარდები, ფერებით და შპალერით ზონირებისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოხსნათ. ზონირებისთვის შერჩეული ფარდის ქსოვილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოთახის განათება. თუ ოთახი სავსეა ბუნებრივი სინათლით და არის ფართო ზომის, გამჭვირვალე ფარდები ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება. მუქი ფარდების არჩევის შემთხვევაში თქვენ განათების დამატებითი წყარო დაგჭირდებათ. სამზარეულოს ზონირებისთვის კი შეარჩიეთ ადვილად რეცხვადი და გამძლე მატერია.

დეკორატიული ტიხრები

დეკორატიული ტიხრები შესაძლებელია  დამზადდეს : მეტალის , მინის , კერამიკის , ქვისა და პლასტიკატისგანაც.
დღეს აქედან ყველაზე პოპულარული მინის ტიხარია, როგორც ხედავთ, ის ძალიან ლამაზიც არის და  ეფექტურიც, რადგან ირეკლავს შუქს და სივრცეს ადიდებს.

შპალერით ზონირება 

სივრცის ზონირება შესაძლებელია მოსაპირკეთებელი მასალების საშუალებით , რომლებიც განსხვავდება არა მხოლოდ ფერით არამედ ფაქტურითაც . ყველაზე სადა და მოქმედი მეთოდია ერთ კედელზე განსხვავებული ორნამენტიანი შპალერის გაკვრა . ამ მეთოდით თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ რამოდენიმე პრობლემა ერთ დროულად: სივრცის ზონირება და მისი მოცულობით გაზრდა. ვერტიკალურ ზოლებიანი შპალერი სიმაღლეს მატებს ჭერს , ხოლო წვრილ ნახატებიანი კი დამატებით მოცულობას შემატებს ოთახს.