მისაღები ოთახი სახლში ყველაზე მნიშვნელოვან ოთახად ითვლება - ეს არის ადგილი სადაც მთელი ოჯახი იკრიბება, ამიტომ ის უნდა იყოს კომფორტული და მყუდრო, რათა ყველამ თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნოს.
იმისათვის, რომ თქვენი მისაღები რაც შეიძლება ფართო და ნათელი გამოჩნდეს, პირველ რიგში უარი უნდა თქვათ მასიურ კარადებზე, რომელიც ამძიმებენ ინტერიერს. თუ ბევრი ნივთი გაქვთ შესანახი, ეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ სადა, ჩაშენებულ კარადებს ან ღია თაროებს.
სანამ ოთახის მოწყობას შეუდგებოდეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, რა დანიშნულება უნდა ქონდეს მას. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა და გემოვნება. მაგალითად: თუ ოჯახი დიდია მაშინ თქვენ დიდი კუთხის დივანი და კომფორტული სავარძლები დაგჭირდებათ. ასევე ბავშვების შემთხვევაში ისინი თავს კომფორტულად პუფში იგრძნობენ.
იმისათვის, რომ თქვენი მისაღები რაც შეიძლება ფართო და ნათელი გამოჩნდეს, პირველ რიგში უარი უნდა თქვათ მასიურ კარადებზე, რომელიც ამძიმებენ ინტერიერს. თუ ბევრი ნივთი გაქვთ შესანახი, ეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ სადა, ჩაშენებულ კარადებს ან ღია თაროებს. უპირატესობა გამჭვირვალე და პრიალა ავეჯს მიანიჭეთ. ასევე გამოიყენეთ ღია და პასტელის ფერები, ეს ვიზუალურად ადიდებს ოთახს.
იმისათვის, რომ ტელევიზორის ყურება მოსახერხებელი და კომფორტული იყოს, ის ისე უნდა მოათავსოთ, რომ ფანჯარა ტელევიზორის მაყურებელი ადამიანის მარჯვნივ ან მარცხნივ აღმოჩნდეს.
ასევე არ დაგავიწყდეთ განათების დამატებითი წყაროების დამონტაჟება. მათი მეშვეობით თქვენი ოთახი შეიძენს მეტ სიმყუდროვეს.
ეცადეთ, რომ მისაღებ ოთახში აუცილებლად იყოს ფარდა. თუნდაც ოთახი არ იყოს ძალიან ნათელი. ტექსტილი ნებისმიერ ოთახს სიმყუდროვეს და სიმშვიდეს ანიჭებს.
ეცადეთ, ოთახი არ გადატვირთოთ ზედმეტი ავეჯით და დეკორით. მისაღებში უნდა იყოს მხოლოდ ის ავეჯი რომელსაც იყენებთ. არ გადატვირთოთ სივრცე ზედმეტი, არასაჭირო ნივთებით.