10.11.2021
როგორ შემოვიტანოთ მეტი სინათლე სახლში

მოდერნისტული სტილი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ინტერიერის დიზაინში.        მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას. ტერმინი „მოდერნიზმი“ ნიშნავს „თანამედროვეს და ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ ის, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურია.

თუ თქვენ  ამ სტილზე შეაჩერეთ არჩევანი, გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე სტილი უპირატესობას ღია სივრცეებს ანიჭებს. ინტერიერში გამოიყენება როგორც აგურის, ასევე ხის ელემენტებიც.  ინტერიერის მოწყობის დროს უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს (ხე და ქვა). 

მოდერნიზმი  გულისხმობს ექსპერიმენტებს ფერებთან და სივრცესთან. ამ სტილში ძირითადად გამოიყენება ნეიტრალური ფერები, რომელსაც შემდგომში უხამებენ კონტრასტულ ფერებს. დიზაინში ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ბუნებრივი და პასტელური ფერები, რადგან სივრცეში, სადაც ასეთი ტონები ჭარბობს, თავს უფრო კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობთ. უპირატესობა ენიჭება ისეთი ბუნებრივი ჩრდილების გამოყენებას, როგორიც ხაკის, რძიანი შოკოლადის, რუჯის და კრემისფერი.

მოდერნისტული დიზაინი ფოკუსირებულია მინიმალიზმზე. ამ ტიპის დიზაინში შემავალი კომპონენტები ხშირად მარტივ, სუფთა ხაზობრივ პრინციპებზეა აგებული. დიზაინში მძლავრი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები,რომლებიც ერწყმის ავეჯისა და დეკორაციის დიზაინს. 

მოდერნისტული სტილის მახასიათებლები:

მეტი სინათლე და ღია სივრცეები.

მოდერნისტული სტილით მოწყობილი სახლი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. ძალიან აქტუალურია მოძრავი კონსტრუქციები – შიდა კარები, გამოსაწევი საწოლები, დასაკეცი სავარძლები და ა.შ.  მოდერნიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურობა და კომფორტია.

მოდერნიზმი ინტერიერში საკმაოდ უახლოვდება ბუნებას და მისი მთავარი მიზანი ბუნების ჰარმონიის მოპოვებაა. ამიტომ, ამგვარ ინტერიერში ხშირად შეხვდებით დიდი ზომის ფანჯრებს, ასევე მცენარეებსა და ბუნების თემატიკის პოსტერებს.

მოდერნისტული სტილი ყველაზე მეტად შეესაბამება ენერგიულ, ორგანიზებულ, საქმიან ხალხს, რადგან ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია გარემო, სადაც ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ შესაძლებელი იქნება გონების დასვენება და განტვირთვა.